ჩრდილოთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რეკს ტილერსონმა განაცხადა, რომ საკუთარი ბირთვული და ბალისტიკური იარაღის უკონტროლობამ, შესაძლოა „კატასტროფულ შედეგებამდე“ მიგვიყვანოს.
აშშ-სა და სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბალისტიკური იარაღის გამოცდამ ჩრდილოეთ კორეის მიერ, ფხენიანის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე, კრახი განიცადა, მათი თქმით, ეს ჩრდილოეთ კორეის ტესტირების მეოთხე წარუმატებელი მცდელობაა მიმდინარე წლის მარტის თვის შემდეგ.
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური იარაღის აქტიური გამოცდა მას შემდეგ დაიწყო, რაც მის აკვატორიას აშშ-ის სამხედრო ავიამზიდი, USS Carl Vinson მიუახლოვდა, სადაც იგი შეუერთდება აშშ-ს სამხედრო გემ USS Michigan-ს, რომელზეც სხვადასხვა ტიპის რაკეტებია. USS Michigan ჩრდილოეთ კორეის აკვატორიას მიმდინარე კვირის სამშაბათს მიაუხლოვდა.
მასალის გამოყენების პირობები






