"ვთხოვთ ყველა კომპეტენტურ სტრუქტურას დაიცვას ეროვნული ავიაცია განადგურებისგან"- "ჯორჯიან ეარვეისი" განცხადებას ავრცელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:39, 28 Apr, 2017     2272
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" განცხადებას ავრცლებს, კომპანიის პრეტენზია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან აქვს, მათი თქმით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ისედაც სარგებლობენ შეღავათებით, საქართველოშიც მაქსიმალურ შეღავათებს უწესებს, ამის გამო კი „ჯორჯიან ეარვეისს“ არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში უწევს მუშაობა:

მოგეხსენებათ რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაფრინავს და არაერთი ქართველი მფრინავი თუ ავიასპეციალისტი აღზარდა და ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. როდესაც ქართულ ავიაბაზარზე მოღვაწეობენ ისეთი მონსტრი ავიაკომპანიები როგორებიცაა „აეროფლოტი“, „თურქიშ ეარლაინსი“ და ა.შ. და ისინი სწორედ,მათი ქვეყნების მთავრობების პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსებით ახერხებენ დემპინგური ფასებით ოპერირებას, ჩვენ მუდმივად გვიხდება მუშაობა არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში. უფრ მეტიც, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ისედაც სარგებლობენ შეღავათებით, საქართველოშიც მაქსიმალურ შეღავათებს უწესებს.

გვსურს შევახსენოთ მათ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ არის ქართული ავიაკომპანია, რომელიც 1993 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში ასობით მილიონი ლარი აქვს შეტანილი საქართველოს ბიუჯეტში და ამჟამად, ხუთასზე მეტი კვალიფიციური კადრი ჰყავს დასაქმებული. ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში კი ქართული ავიაცია უფრო სწრაფად განვითარდება და მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, „ჯორჯიან ეარვეისი“ კვლავ აგრძელებს ფრენებს ვენის, ამსტერდამის, მოსკოვის, თელ-ავივის მიმართულებით და ამავდროულად, ჩვენი მგზავრების მოთხოვნის საფუძველზე ვამატებთ ახალ მიმართულებებს: ლონდონს, კიევს, პრაღას, პარიზს, ყაზანს და სოჭს.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული ავიაცია შენარჩუნდეს და საბოლოოდ არ განადგურდეს.

ვთხოვთ ყველა კომპეტენტურ სტრუქტურას, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს კონკურენციის სამართლიანი პირობები, დაიცვას ეროვნული ავიაცია განადგურებისგან.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42