ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაშია საუბარი.
რუსეთის ფედერაცია არსენი იაცენუკზე 1994-95 წლებში ჩეჩნეთის ომში მონაწილეობის გამო აცხადებს ძებნას.
მოსკოვის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს ოფიციალური კიევი. უკრაინის შს მინისტრმა ინტერპოლის გენერალურ მდივანს უკვე გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ იაცენუკი არასოდეს იბრძოდა ჩეჩნეთში.
რუსეთმა იაცენუკი ჩეჩნეთში შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობაში ჯერ კიდევ 2015 წელს დაადანაშაულა. რუსეთის შს სამინისტროს განცხადებით, ის შეიარაღებული ფორმირების წევრი იყო და რუს ჯარისკაცებს ესხმოდა თავს.
არსენი იაცენუკის ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, 1994-95 წლებში ჩერნოვცახში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.
2014 წლის 27 თებერვლიდან 2016 წლის აპრილამდე უკრაინის პრემიერის პოსტს იკავებდა. ის ამ დრომდე რჩება „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერად.
მასალის გამოყენების პირობები






