ლუი ალიო - ვინ არის მარინ ლე პენის პარტნიორი მამაკაცი (ფოტოკოლაჟი)
მსოფლიო - 18:05, 28 Apr, 2017     3762
ცოტა რამ ისტორიიდან... პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2007 წელსაც გავიდა, ეს იყო სეგოლენ რუაიალი, მისი პარტნიორი კი ფრანსუა ოლანდი (შემდგომში საფრანგეთის პრეზიდენტი). თუმცა მათ წყვილს ისეთი ხმაური არ გამოუწვევია, როგორც ნიკოლა სარკოზისა და სესილიას წყვილს. როგორც ჩანს მამაკაცი მეწყვილეები, პოტენციური „პირველი ჯენლტმენები“, საზოგადოების ნაკლებ ინტერესს იმსახურებენ. ასეა ახლაც, ძალიან ცოტა ადამიანი ინტერესდება ნაციონალური ფრონტის კანდიდატის კომპანიონი მამაკაცით, მაშინ როდესაც 23 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მიმდინარეობისას ემანუელ მაკრონის მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის სახელი ყველას პირზე ეკერა. ის ახსენა თავად პრეზიდენტობის კანდიდატმაც და განაცხადა, რომ ბრიჯიტის გარეშე ის ვერ შედგებოდა იმ პიროვნებად, რომელიც დღეს არის. მისგან განსხვავებით საკუთარ კომპანიონ ლუის ალიოზე სიტყვა არ დასცდენია მარინ ლე პენს.

პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი და ნაციონალური ფრონტის ვიცე-პრეზიდენტი ლუი ალიო, როგორც წყვილი ერთად არც თუ ხშირად ჩნდება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას, მათ შორის ტვიტერზე ატვირთულ ფოტოს სადაც ისინი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან.

რამდენიმე ხნის წინ ჟურნალისტ ალიკს ბუილაგესთან ინტერვიუში მარინ ლე პენმა მისი და ლუი ალიოს ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვაზე პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გადაიყვანს თუ არა ელისეის სასახლეში ლუი ალიოს, ბევრი იცინა.

„არასოდეს, მისი ხასიათიდან გამომდინარე, მე შემიძლიათ გითხრათ რომ ის არ გახდება „პირველი ლედი“, ის გააგრძელებს იმ საქმიანობას, რასაც აკეთებს, ის პოლიტიკოსია.“

თავად ლუიც ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის მარინ ლე პენის ცხოვრებიდან წავა, რადგან ფრანგები წყვილს კი არა, პრეზიდენტს ირჩევენ.

მარინ ლე პენი და ლუი ალიო ერთმანეთს პირველად 1999 წელს შეხვდნენ. ლუი ტულუზელია, ფრანკოალჟირულ, ხელოსნების ოჯახში დაბადებული. ის დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავს.

მარინ ლე პენი ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი ქმარი მეწარმე ფრანკ შოფრუა იყო, მასთან ლე პენს 3 შვილი ჰყავს 1998 წელს დაბადებული ჟიანი და 1999 წელს დაბადებული ტყუპი - ლუი და მატილდა. ფრანკ შოფრუას მარინ ლე პენი 2000 წელს დაშორდა, 2002 წელს კი ერიკ ლორიოზე დაქორწინდა, 4 წლის შემდეგ კი მასაც დაშორდა.

2004 წელს ლუი მარინ ლე პენის თანაშემწე გახდა პარლამენტში. „ჩვენ ორივე პოლიტიკაში ვიყავით, ამგვარად არ გვქონდა დრო რომ სხვა რამე, სხვა ადგილზე გვეკეთებინა. ძალიან ორიგინალურობა არ გამოგვიჩენია და საძებნელად შორს არ წავსულვართ“- აცხადებდა მარინ ლე პენი ალიკს ბუილაგესთან ინტერვიუში.

ლუი ალიოს და მარინ ლე პენს საერთო სახლიც აქვთ, თუმცა ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და ისინი 50-50% მფლობელები არიან. ასე რომ მათ ერთმანეთთან არანაირი მატერიალური ვალდებულება არ აკისრიათ.

„საჯარო ცხოვრებაში, ყველა იმაზე ლაპარაკობს რომ სწორედ მარინ ლე პენი არის ამ ურთიერთობაში დომინანტი, თუმცა როდესაც ისინი შინაურ წრეში არიან მარინი პატარა გოგონასავითაა, ის გიჟდება ლუიზე“- ამბობს ნაციონალური ფრონტის ლიდერის მეგობარი.

მარინ ლე პენი და ლუი ალიო ერთად არ ცხოვრობენ, ისინი ერთმანეთს დასვენების დღეებში ნახულობენ, მარინ ლე პენი „მომავალ-პოტენციურ-პრეზიდენტად მუშაობს“, ლუი ევროპარლამენტარია, თავისი პოლიტიკური ტრაექტორია აქვს, ასევე რაგბი და აფროსნობა.

„იცით, მე დაბადებიდან შიზოფრენიკი ვარ... მე მყავდა მამა, მყავდა ჩემი პრეზიდენტი, ეს ორი განსხვავებული პერსონაჟია... ლუისთანაც მსგავსადაა, ის ჩემი კომპანიონია და ასევე არის ვიცე-პრეზიდენტიც“

როგორც მარინ ლე პენისთვის, ასევე ლუი ალიოსთვისაც „პირველი ჯენლტმენის“ ჰიპოტეტური სტატუსი არ განიხილება. თუ ლე პენი პრეზიდენტი გახდება ლუი მისგან დისტანციას დაიჭერს, თუმცა ამავდროულად აცხადებენ, რომ ცხოვრება პოლიტიკის გარეთაც არსებობს.


მომზადებულია figaro-ს მიხედვით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42