ქართველ დიზაინერ, დემნა გვასალიას მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. მისი არაორდინალური კოლექციები მოდის ექსპერტებში მუდმივად განხილვისა თუ აღფრთოვანების საგანია.
Vetements-ისა დაBalenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის კოლექციები, ქართველებისთვის ხშირად ღიმილისმომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს. დემნას კოლექციებში შეგვიძლია ვიხილოთ, მანქანის სარკე-ჩანთები, „კოვრიკი“ კაბები, 90-იანი წლების მაგიდის გადასაფარებლის კაბები და ფეხსაცმელები, სანთებელა-ფეხსაცმელები და ე.წ. ლილოს ჩანთები.
სოციალურ ქსელში ბევრს ხუმრობენ, რომ მეგრელი ბიჭი მსოფლიო მოდის ინდუსტრიას ტროლავს. ინტერვიუებში დემნა თვითონაც აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ლუქი ნამდვილად სახალისოა.
თვის დასაწყისში, თითქმის ყველა გავლენიანი ტაბლოიდი „ვეტმანისა“ და „ლევისის“ კოლაბორაციაზე წერდა, როდესაც დემნამ „ლევისები ამოაყირავა“ და არასტანდარტული ჯინსები შემოგვთავაზა.
ახლა კი აჟიოტაჟის თემა, კომპანია IKEA-ს 99 ცენტიანი ჩანთები გახდა, რომლის მსგავსას დემნას „ბალენსიაგა“ 2,145 დოლარად ყიდის.
იკეა - მულტინაციონალური კონცერნია, რომლის ბიზნესის სამოღვაწეო პროფილი სახლის მოსაწყობად საჭირო ხელითასაწყობი ავეჯის, საბინაო აქსესუარების დამზადება-გაყიდვაა. გარდა ამისა, ევროპის ზოგ ქვეყანაში, უკვე აწყობილი სახით, ე.წ. მზასახლებსაც კი ჰყიდიან.

როგორც ჩანს, დემნა კვლავ ფორმაშია , რაზეც აღნიშნული ჩანთების გაყიდვების მაჩვენებელიც მეტყველებს.
დემნას ჩანთებს, IKEA ირონიული განმარტებით გამოეხმაურა და მომხარებელს აუხსნა, როგორ არ უნდა აერიოს ერთმანეთში ბრენდ Balenciaga-სა და მათი წარმოებული, იდენტური ლურჯი ჩანთა.
ინსტრუქციაში სულ ოთხი პუნქტია მოყვანილი: 1. შეანჯღრიეთ თუ ის შრიალებს, ეს IKEA-ს ნაწარმია.
2. მულტიფუნქციურობა . ინსტრუქციის ავტორები მის მრავალფუნციურობაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ჩანთა აგურის, სხვადასხვა მძიმე ნივთისა და წყლის გადაზიდვაც კი
3. დასვარეთ ჩანთა ტალახით. ნამდვილი FRAKTA მარტივად გაირეცხება
4. IKEA-ს ჩანთა მხოლოდ 0,99 დოლარი ღირს.


მასალის გამოყენების პირობები






