"კობახიძის ყოფნა ხელისუფლებაში სახელმწიფოებრივად სახიფათოა" - პარლამენტის თავმჯდომარეს პოლიტიკურ შანტაჟში ადანაშაულებენ
პოზიცია - 16:52, 28 Apr, 2017     20418
პოლიტილოგი გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის მიმართ დღეს გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ კამპანიის დაწყებაში ადანაშაულებს და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის 2018 წელს შემოღებით იმუქრება.

ხუხაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარი არ აქვს:

"ეს ადამიანი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარი არ აქვს. ის პირადი, სუბიექტური გადაწყვეტილებების მომხრეა, ანუ ამბობს მარტივ რაღაცას, - თუ ჭკვიანად არ იქნება პრეზიდენტი და როგორც ჩანს ჭკვიანად ყოფნას არ აპირებს, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ირაკლი კობახიძეს არ ესმის ძალიან მარტივი რაღაც, კონსტიტუცია არ არის ჩვენი ემოციების მიხედვით ექსპერიმენტების ჩატარების დოკუმენტი და არ შეიძლება კონკრეტული პიროვნებისადმი დამოკიდებულების შესაბამისად პოლიტიკურ პოზიციას ვაყალიბებდეთ კონსტიტუციათან მიმართებით. შანტაჟის ენით საუბარი არასწორი დამოკიდებულებაა. ახლა მაჟორიტარები გაააქტიურეს, რომ თუ ჭკვიანად არ მოიქცევით ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო. აი ამ აბსურდში გვიწევს ცხოვრება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კობახიძისნაირი ადამიანების ყოფნა ხელისუფლებაში სახელმწიფოებრივად ძალიან სახიფათოა, აქ ამა თუ იმ საკითხისადმი არასტაბილური, არასახელმწიფოებრივი მიდგომები ჩანს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" გია ხუხაშვილმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42