ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ დაადგინა, რომ ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის მიმართ ნდობა აღარ არსებობს. შესაბამისი განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბიუროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აგრამუნტი უფლებამოსილი აღარ იქნება, მონაწილეობა მიიღოს ოფიციალურ ვიზიტებში, დაესწროს შეხვედრებს ან გააკეთოს საჯარო განცხადებები.
წესდების თანახმად, პრეზიდენტის გადაყენება შეუძლებელია, ამიტომაც დეპუტატები მას გადადგომისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, საქმე ეხება ოფიციალურ შეხვედრას. სირიაში, პედრო აგრამუნტმა შეხვედრა გამართა სირიის პრეზიდენტთან, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატიც ესწრებოდა.
აღნიშნული შეხვედრის გამო, დეპუტატებმა მას გადადგომისკენ მოუწოდეს.
აგრამუნტმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ეს „შეცდომა იყო.“
მასალის გამოყენების პირობები






