რისი გაკეთება მოასწრო დონალდ ტრამპმა 100 დღის განმავლობაში
მსოფლიო - 16:44, 28 Apr, 2017     3177

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მოღვაწეობის 100 დღის განმავლობაში პრეზიდენტნა სამკაოდ დიდ შედეგებს მიაღწია. უცხოეთის მედია ზოგიერთ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც მოყვანილია ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯების ანალიზი მის წინამორბედებთან დაკავშირებით.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს მისი საგარეოპოლიტიკური ნაბიჯები. წინამორბედთა შედარებით ტრამპი უფრო მკვეთრ და პრინციპულ პოლიტიკას ირჩევს.

მმართველობის სამი თვის განმავლობაში, მოლოდინის მიუხედავად, ტრამპმა პრინციპული პოზიცია დაიკავა რუსეთთან მიმართებაში და შეიძლება ითქვას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა.

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ძალის გამოყენება. ტრამპი არ მოერიდა და საკმაოდ სწრაფი და მკაცრი პასუხი გასცა ასადის რეჟიმს, რომელმაც მშვიდობიანი მოსახელობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. აქვე აღსანიშნავია თალიბების წინააღმდეგ ავღანეთში "ყველა ბომბის დედის" გამოყენებაც.

არანაკლები პრინციპულობით გამოირჩევა მისი პოლიტიკა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, კორეის კრიზისის დროს. ტარმპი არ უთმობს პოზიციებს არც ჩინეთს და არც რუსეთს და საჯაროდ აცხადებს, რომ შეაჩერებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ამბიციებს. "სტრატეგიული მოთმინების ერა დამთავრდა," - ასე აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ პოლიტიკის გაგრძელების შედეგად, როგორც ვარაუდობენ, აშშ რეგიონში ჰეგემონის პოზიციას დაიკავებს.

ურთიერთობა NATO-სთან. ტრამპი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, პოზიციას იცვლის და აცხადებს, რომ ორგანიზაცია უნდა გააქტიურედეს და უფრო აქტიური როლი ითამაშოს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. მან ალიანსის წევრებს მოუწოდა, რომ უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი ახლო აღმოსავლეთში იმ ძალებს, რომლებიც დასავლეთის მხარდამჭერები არიან. ცალკე აღნიშვნის თემაა ალიანსის დაფინანსების საკითხი. ტრამპმა აღნიშნა, რომ NATOმხოლოდ აშშ-ს კმაყოფაზე არ უნდა იყოს და წევრ ქვეყნებს სამხედრო ბიუჯეტების გაზრდისკენ მოუწოდა, შედეგად, როგორც თავად აშშ-ში აცხადებენ, ალიანსის ბიუჯეტში თანხების შემოდინებამ იმატა. საყურადღებო იყო იენს სტოლტენბერგის ვიზიტი აშშ-ში, რომლის დროსაც NATO-ს გენერალურმა მდივნამა ტრამპს მადლობა გადაუხადა იმ ჯანსაღი ინტერესისთვის, რომელსაც იგი იჩენს ალიანსის პრობლემებთან მიმაღთებაში.

მკაცრ პოზიციას იჩენს ტრამპი ირანთან მიმართებაშიც და ამასტან ობამას პოლიტიკასაც აკრიტიკებს. თუმცა, ჯერჯერობით მისი პოლიტიკის კონტურები ნათლად გამოკვეთილი არ არის.

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას. აქაც გამოსაყოფია რამდენიმე მომენტი.

- პრეზიდენტის განკარგულებები. ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი, თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად დაუყოვნებლივ შეუდგა თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას, რაც საპრეზიდენტო განკარგულებების გამოცემაში გამოიხატა. მან შეცერა ტრანსწყნარიოკეანის პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი და შეამცირა ბიზნესის რეგულირების ნორმების რაოდენობა.

საბოლოო ჯამში, ტრამპი, ისევე როგორც ობამა, პირველი ასი დღის განმავლობაში განკარგულებების სიუხვით გამოირჩეოდა, თუმცა, თეთრი სახლის დღევანდელი ლიდრრი აშკარად უსწრებს წინამორბედს (იხ. დიაგრამა).

2. მხარდაჭერის მაჩვენებელი. ინაუგურაციის დროს ტრამპის მხარდამჭერთა რიცხვი საკმაოდ დაბალი იყო მის წინამორბედებთან შედარებით. ამ მონაცემები მაშინ ტრამპმა "გაყალბებული" უწოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას იმ მრავალათასიანმა მიტინგებმაც შეუწყო ხელი, რომლებსაც მისი მოწინააღმდეგეები აწყობდნენ ქვეყნის მასშტაბით.

3. არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლა. ყველაზე დიდ წარმატებას ტრამპმა არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლაში მიაღწია. აღსანიშნავია, რომ პირველი სამი თვის მონბაცემებით, მექსიკიდან აშშ-ს საზღვარზე გადამ,სვლელ არალეგალთა მაჩვენებელი ყველაზე დაბალია უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში.

4. სამუშაო ადგილების შექმნა. ბარაკ ობამას ხელისუფლებაში მოსვლის დროს აშშ 30-იანი წლების შემდგომ ყველაზე ღრმა რეცესიას განიცდიდა. ობამას მმართველობის პირველ თვეებში სამუშაო ადგილები კიდევ 800 000 ადამიანმა დაკარგა. ტრამპი აქაც წარმატებული აღმოჩნდა - მისი მმართველობის პირველ თვეებში სამუშაო ადგილები 235 000-ით შემცირდა. ტრამპმა ამომრჩეველს მისი მმართველობის პერიოდში (იგულისხმება 8 წელი) 25 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას შეპირდა.

5. საფონდო ბირჟების რეაგირება. ტრამპის პრეზიდენტობის პირველ თვეებში საფონდო ბირჟის ინდექსებმა - Dow Jones, S&P 500 და Nasdaq, რეკორდულად მაღალ ნიშნულებამდე აიწია, რაც ფაქტობრივად ტრამპის გეგმების მიმართ ინვესტორების ოპტიმისტური და დადებითი დამოკიდებულებების მაჩვენებელია. კერძოდ გამოსაყოფია მისი ინფრასტრუქტურული პროეტები, გადასახადების შემცირებისა და დერეგულარიზაციის დაწყება. მიუხედავად "ობამაქეას" კანონის შეცვლის წარუმატებელი მცდელობისა, რამაც მარტში ინდექსების მცირე დაცემა გამოიწვია 21 აპრილისთვის ინდექსმა S&P 500 ზრდის სტაბილური მაჩვენებელი აჩვენა, რაც მისი წინამორბედების დროს აშკარად არ შეიმჩნეოდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42