სხვადასხვა კულტურაში დაგვიანება სხვადასხვაგვარად აღიქმება. მაგრამ თანამედროვე სამყაროში არაპუნქტუალურობა არასაიამოვნი და ცუდ მანერად ითვლება.
მუდმივი დაგვიანების გამო მეგობრების წუწუნი და უფროსების საყვედურები ალბათ, მოსაბეზრებელია, მაგრამ ამ ჩვევას თუ მაინც ვერ ღალატობთ, ნუ დარდობთ. მეცნიერებმა ამას თავისი ახნსა მოუძებნეს.
როგორც მკვლევარები გვარწმუნებენ, ადამიანები, რომლებიც მუდმივად აგვიანებენ, გამოირჩევიან სტრესული ვითარების კონტროლის, კრეატიულობის უნარით. მათი აზროვნებაც ჩარჩოებს გაცდენილია, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება.
აგვიანებენ ოპტიმისტები:
თუკი სამსახურში მისვლას აგვიანებთ, ან თუნდაც საქმეს ვერ ასწრებთ, მაგრამ ამაზე ძალიან არ დარდობთ, გილოცავთ - თქვენ ოპტიმისტი ხართ. რადგან თქვენი გონება იმ მიმართულებით არ ფიქრობს, რომ თუ დღეს რაღაც ვერ მოასწარით, ხვალ შეიძლება მოკვდეთ და უნდა იჩქაროთ. არა, პირიქით. თქვენ ფიქრობთ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ცხოვრებას პოზიტიურად უყურებთ და უარყოფითი აზრებით გინებას არ იტვირთავთ. შესაბამისად, ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება თქვენს მშვიდ ნერვებზეც აისახება და წარამტებისგენ დინჯად სწრაფვაზეც.
წარმატების ნიშანი:
როგორც აღმოჩნდა, დაგვიანება არ არის უპასუხისმეგბლობის ან უპატივცემულობის გამოხატულება. წარმოიდგინეთ და არც სიზარმაცით.
ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანს რამდენიმე საქმის ერთდროულად მოგვარება უწევს. მრავალფუნქციურობა კი დროის შეგრძნების უნარს აკარგვინებს.
ადამიანებს, რომლებიც მუდმივად აგვიანებენ, სხვების დაგვიანება ნაკლებად აღიზიანებთ, რადგან ისინი „სურათს უფრო ფართოდ აღიქვამენ“ - და აცნობიერებენ, რომ დაგვაინების მიზეზი, არა უბრალოდ სიზარმაცე, გონებაგაფანტულობა, არამედ მოულოდნელი საქმე და გაუთვალისწინებელი შემთხვევა შეიძლება იყო, რომლის მოგვარებაც აუცილებელია.
ისინი უფრო სპონტანურები არიან:
ამ ტიპის ადამიანები დიდად არ ნერვიულობენ, თუკი მატარებელზე ან თვითმფრინავზე დააგვიანდებათ, მაშინვე ალტერნატივას ეძებენ და ვინაიდად, სავარაუდოდ, აღნიშნულ ვითარებაში ბევრჯერ აღმოჩენილან, სწრაფად მობილიზდენიან და სადგურზე მოთქმა-გოდების ნაცვლად, სწრაფად მოძებნიან გამოსავალს.
მათ მოსწონთ წესების დარღვევა:
ცხადია, რეგლამენტების დარღვევა და მუდმივი დაგვიანება, წესების უნებლიე დარღვევისკენ გვიბიძგებს, თუმცა, ეს არც ისეთი ცუდია, როგორიც წარმოგიდგენიათ, რადგან ეს ყველაფერი თქვენს კრეატიულობასა და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოძრომის უნარზე მეტყველებს.
თუკი არ მიჰყვებით ინსტრუქციებს და ამას პრობლემების შემქნის უფლებას არ აძლევთ, you're thinking outside the box , ეს კი თავადაც იცით, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზაა.
მასალის გამოყენების პირობები






