Life is perfect ! ანუ როგორ გავიცანი ელფი და ვისწავლე მარტოობა
ეს საინტერესოა - 21:09, 27 Apr, 2017     2994
ირაკლი გუჯაბიძე პროფესიით მთამსვლელია, ამჟამად კი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს ავტოსტოპის, კარვის და გზად გაცნობილი ადამიანების იმედად.


საინტერესო მოგზაურობის შესახებ ისტორიებს კი ფეისბუკზე წერს, ამრიგად მასთან ერთად მსოფლიოს გარშემო ვირტუალურად მოგზარობს ის 8 ათასზე მეტი ადამიანიც, რომელსაც ფეისბუკგვერდი Planet 360 აქვს მოწონებული.

ამჟამად ირაკლი პაკისტანში იმყოფება და პაკისტანური ქალაქების განსაკუთრებულობაზე გვიყვება. ირაკლის, ფეისბუკზე ჩვენც დავემგზავრებით და პერიოდულად, შემოგთავაზებთ მის საინტერესო ისტორიებს.

ახლა კი, ირაკლის ერთ-ერთ ჩანახატს გთავაზოთ.

მაშ ასე:

"Life is perfect !
ანუ როგორ გავიცანი ელფი და ვისწავლე მარტოობა

შარშან სახლში ვწევარ უსახოდ ვარ და უმზეოუროდ ….
ბავშობაში ნაოცნებარ მოგზაურობას ვალაგებ ..., პატარა დეტალებად ვშლი, მერე სათითაოდ ვზეთავ და ახლიდან ვაწყობ, აი ზუსტად ისე როგორც ჩემი ბავშობის მეგობარი ჯაბა, მოტოციკილის ძრავს… მეც სიამოვნების ღიმილი დამთამაშებს სახეზე და მეც აქეთ იქით ვიყურები,... ვიცი ეხლა ვინმე ქანჩს მომაწვდის ან საიდანმე თავისით ჭანჭიკი გამოგორდება,....

მოკლედ ბარგი ბევრი არ უნდა მქონდეს, ტანსაცმელი ძველის ვიდზე უნდა მეცვას, მარა გამძლე უნდა იყოს, ფეხსაცმელს კარგს თუ ვერ ვნახავ ძველით წავალ..., კარავს რიჟა მათხოვებს,. სამხედროა მარა რამეს მოვიფიქრებ.. ისე ინგლისური თუ არ დავხვეწე ... რა ჩემფეხებს წავალ...

ვცდილობ უკეთ სწავლას.. ყველა არხს ინგლისურად ვუყურებ ორი თვეა, ცოტას ვკითხულობ კიდეც…. მაინც არ მყოფნის...,
ხოდა ავდექი და ბოლო კვირაა თინდერს ვსქროლავ ,.. მარტო უცხოელებს ვსვაპავ,
კაია პრაქტიკისთვის გაცნობისჟამინდელი გრძელი საუბრები,.... უცხოელები არასოდეს ართულებენ ცხოვრებას, ლაპარაკიც საინტერესო თემებზე უყვართ, რაც ყველაზე მთავარია, არასდროს გთანხმდებიან სექსზე, პირველივე პაემანზე, ანუ სასაუბროდ მეტი დრო გრჩება .... სექსი კი ღვთაებრივი რამეა მარა ეხლა ინგლისურს ასე სჭირდება, მოგზაურობას სჭირდება.. მოგზაურობა ხო დიდი ხნის ოცნებაცაა და რაღაც პონტში ჩემი ცოცხლად დარჩენის გარანტიც, ხოდა მაგისთვის მარტოობა უნდა ვისწავლო. და კიდე ინგლისური...

უკვე რამოდენიმე უცხოელს შევხვდი და ესე უფრო საინტერესო და იაფია გაკვეთილები, ალტჰაუსში ჩახვალ ოპერასთან, აზიურ ოთახში მოკალათდები და სულ 7 ლარი გიჯდება 3-4 საათიანი პრაქტიკა ინგლისურში, თან ათას საოცარ თემაზე საინტერესო ამბებს ისმენ.

მოკლედ ვწევარ და ვსქროლავ..., დღეს ქერა და ლამაზი მოგზაური დამემეჩა, ჰოლანდიელი მოგზაურია…

ალტჰაუსთან შევიკრიბეთ, ჩავედით, ფეხზე გავიხადეთ და ის ისაა რო უნდა დავჯდე უკვე, მეცა და როგორც სახლში დაბრუნებულ, ტალახში ამოგანგლურ ბავშვს დედა, ისე ჩამიხუტა, ….
უხერხულად ვგრძნობ თავს ჩემზე მაღალია და ხელები მხარზე აქვს შემოხვეული, მაღალი გოგო მეგობრების მეტი რა მყავს მაგრამ ეხლა დებილ ბავშვსს ვგავარ…. ვაშვებინებ ერთ ხელს და თავიდან ვიხუტებ ისე რო ხელები დიაგონალზე გვქონდეს ორივეს, უსაფრთხოების ღვედების სტილში,

მერეღა ვეკითხები რამოხდათქო და გაკრეჭილი იყურება ქვევით... თან ნასკებში თითებს აცმაცუნებს, თურმე ორივას ცალცალი გვაცვია… საუბარში ირკვევა რო ორივეს არ გვესმის ვინ გადაწყვიტა, ორივე ნასკი ერთი ფერის უნდა იყოსო, ან როგორ ხარჯავენ მაგის არჩევაში ადამიანები დროს, მოკლედ ასე ნასკების წყალობით კიდე უფრო დავმეგობრდით მე და ბაბეთი, იგივე ელფი,

ხოდა ვსაუბრობთ ბევრს სამყაროზე, ადამიანებზე, პლანეტაზე მოგზაურობაზე... ხვალე კი უმიზნოდ და უმიზეზოდ სადმე გავალთ.. მერე კიდე დაველოდებით ორივეს რო გვეცლება და სხვაგან წავალთ,...

დავადგებით ხოლმე ბილიკს ფეხშიშველები და მივყვებით, ხან მზის ამოსვლას შევხვდებით სადმე გორაკზე და ხან მზის ჩასვლას სადმე ხევში,... მოსწონს მასაც რო უყვარს ფეხშიშველა სიარული,

ჩემი ტემპით დადის და არ წუწუნებს, ძაან მეკომფორტულება, ხან ვლაპარაკობთ ხან კი ჩუმათ ვართ საათები,
ცეცხლს ვანთებთ და შეშა მასაც მოაქ, ვიკარგებით და ისიც ეძებს გზას, არ წუწუნებს და აღიარებს რო არასწორად უვლია, არც მე ვუტრაკებ აი ხო გეუბნებოდი და არ მისმენდი...,

ის მასწავლის რომელი მცენარე როდის იჭმევა და მე ამინდის და ბილიკების ცნობას ვუხსნი,
ადვილია უცხოელი გოგო არ გიწევს მუდამ იმაზე ზრუნვა რო კარგად იყოს და კომფორტულად, არ ხარ დაძაბული რო ვაიმე ეხლა იქნებ არ მოსწონს და ჩემით უნდა შევატყო, იქნებ დაიღალა და არ ამბობს,...
ელფი თავისითვე იწყობს კომფორტს, და რაც არი და როგორც იმას ამბობს, შენ არ უნდა იმკითხაო რა უნდა, არც ცხვირი ჩამოსტირის მუდმივად..

იბოდიალებს ცივი სახით , ქვიდან ქვაზე გადახტება იღიღინებს და მერე მოგვარდება და ჩაგიკრავს, მადლობას გეტყვის რო მასთან ხარ ამ წამს და სულ კიდია ხვალ რას აპირებ, ან ისიც კიდის გუშინ დილით თუ ქართულად ალოდინე გარეთ ყინვაში, არ გახსენებს არ ბუზღუნებს, არ მანიპულირებს, კარგი ხარ და ასეთი ხარ, არ აპირებს გაგზარდოს თავიდან… ან "გამოგასწოროს"....

ხანდახან მოულოდნელად ახედავს ხოლმე ცას და დაიძახებს life is perfect, ჩემში კი უაზრო ქართული მატრაკვეცობა იღვიძებს და ნიშნის მოგებით ვამატებ…. ნოუუ აუარ ლაიფ ის ფერფექთ.. გარეთ არ გავსულვარ ქვეყნიდან და ჯერ ისევ საუკეთესო ქვეყნის სანაქებო შვილი მგონია თავი...

არ გვაქ არც სექსი მე და ელფს, არც პრანჭვაგრეხვა, ჰაჰა ცოტას რო დალევს თავისი ელფის ხმით და აქცენტით, ბევრს მიმღერებს… ხან ისე ემოციურად რო აცრემლდება კიდეც, მე კი ჰაჰა მაგ დროს ყურების უკან თმას გადავუწევ და მისი წვეტიანი ყურები რო ამოყოფენ წვეტებს თხელი თმიდან ასე კიდე უფრო დავამსგავსებ ელფს,
მოსწონს მასე რო ვეძახი, არავის დაუძახიაო ჯერო “ელფი”, თვითონ ორკს მეძახის, არ მომწონს მარა კეთილი ორკი ხარო,...
ვიკარგებით დღეები ტყეში და მე მისგან ნელნელა მარტოობას ვსწავლობ და მგონია რო ის ჩემგან სწვალობს, ადამიანების მონატრება გაიხსენოს...
მან ბევრი წელია სახლის კარი გამოიკეტა და დადის იმის მერე სულ, ქვეყნისან ქვეყანაში...

მგონია ბარტერი შედგა… მალე მე მარტო ყოფნით სიამოვნების მიღებას ვსწავლობ..., უკვე უფრო და უფრო იშვიათად ვხვდები გინდა თინდერზე გაცნობილებს, გინდაც ბევრი ხნის გაცნობილ თანამემარტოვეებს..,

ელფისაც კი არ ვნახულობ, სულ მოგზაურობის სამზადისში ვარ…

მერე ელფი წიგნის წერას იწყებს, ელფებზე და ორკებზე, ოღონდ მთლად საზიზღრები არ არიან ის ორკებიო მამშვიდებს, თბილები არიანო, მარა ძაან ბანჯგვლიანებიო,

ვეღარ ვნახულობ სულ ვმუშაობ რო ფული დავაგროვო წასვლის, ის წიგნს არედაქტირებს,.

მერე მწერს რო სახლი მოენატრა და ადამიანები, რომ წიგნი უკვე იყიდება და შემდეგი მოგზაურობისთვის ფული ექნება, მაგრან ეხლა სახლი მოენატრა და აღარ უნდა მარტო ყოფნა...,
კიდე რო სხვადასხვა კონტინენტზე უკვე მაქ სახლი, სადაც ის ცხოვრობდა აქამდე და რო ჩავალ დამახვედრებს,

აეროპორტში ვაცილებ, წვიმს და ცოტას ტირის ელფიც , ბავშობაში თავის ცხენთან "მილქა" სთან ერთად გაიზარდა, უფროსწორად მან გაზარდა და ერთად დარბოდნენ მინდვრებში თმა გაშლილები, დიდობაში რო დაბერდა “მილქა” მის ხელში დააძინეს ტკივილების გარეშე რო მომკვდარიყო..

იმის მერე იშვიათად ვტირიო ნათქვამი აქვს, მაგრამ იმას ადამიანები მოენატრა მე კი მარტო ვბრუნდები სახლში და მაინც მშვიდად მეღიმება..

ნაცნობი გოგო გვხედავს აეროპორტში და მიბღვერს, ფუ რა ბოზი ხარო მეუბნება ყურში, არ სჯერა რო სხვანაირი მეგობარია ელფი ჩემი, მერე რა რო ლამაზია ძაან და მოდელი იყო სანამ გამოიკეტავდა კარებს..., სინამდვილეში ძაან ძლიერია და ბევრი რანე იცის.. ელფია რა...

მას უდაბნო აქვს მარტოს გავლილი და მექსიკის ჯუნგლებშია დანაკარგი რამოდენიმე დღით,
ერთხელ აქლემზე რო ჩაეძინა მარტო მოგზაუობისას უდაბნოში, გადმოვარდა და წყალი და ჩაბთა ზედ შერჩა აქლემს.. 3-4 საათი ზდია და ეხვეწა გაჩერდიო,.. დამელოდეო.... ნუ მოვკვდებიო ჯერ,... კიდე ბევრი ქვეყანა მაქ სანახავიო, ხოდა იშვიათად ჩერდებიან აქლემები თურმე… მარა ელფია და მოუსმინა ალბათ.. კიდე რამდენი აქ მოსაყოლი მარაა სახლში მიდის ელფი …
მე კი სახლში კარგად დაზეთილი ოცნება მელოდება, გამართული ძრავით,..

არ მომიკითხავს იმის მერე, თვითონ მომწერს ხოლმე ვიცი რო იქ ხარ სადაც უნდა იყოვო და აბა შენ იციო,
რამოდენიმე დღის წინ კი პაკისტანის საზღვრების და პოლიციის რეიდების, უძილიბის, უჭმელობის და უწყლობის მერე,, წესით რო ფეხზე ვერ უნდა ვიდგე, სადღაც მიყრუებული სოფლის ბნელ ქუჩაზე გამოვედი გარეთ, არც ცა იყო ძაან სუფთა, არც გრილოდა, არც ღამისსათევი იყო დიდად სახარბიელო მაგრამ მაინც…. ცოტა დაღლიმა და ბედნიერმა, ცას ავხედე მეც და მექანიკურად წამომცდა, life is perfect ,...

ხშირად მემართება იგივე, სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა ხასიათზე.. ხოდა ყველა ჩემმა თანამგზავრმა იცის ხოლმე, რო უნდა დაამატოს, nooo OUR life is perfect,...
მე კი ვხვდები რა სასაცილოდ ჩანდა მაშინ, ჩემი სიტყვები...

იმიტო რო ყველა ცხოვრება ერნაირად საოცარია და არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ და რას აკეთებ... მთავარია უბრალოდ მიხვდე რომ... life is perfect !

მადლობა ბაბეთს ყველა სქილოსთვის რაც მასთან მეგობრობისას შევიძინე..."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42