აღნიშნული შემთხვევა ლონდონში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ერთი თვის წინ ტერორისტული აქტი განხორციელდა.


ლონდონში ორი თავდასხმა 22 მარტს, ხალიდ მასუდმა განახორციელა. ვესტმინისტერის ხიდზე მადუსი მანქანით ქვეითებს დაეჯახა, შემდეგ კი მანქანის მძღოლმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა.
ლონდონის თავდასხმას ემსხვერპლნენ პოლიცილეი კიტ პალმერი, ლონდონის კოლეჯის მასწავლებელი აიშა ფრეიდი, ამერიკელი ტურისტი კურტ კოკრეინი , რუმინელი ტურისტი და პენსიონერი ლესი როდსი. დაშავდა 40-მდე ადამიანი.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა კი მისი მისამართით ისროლეს. დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა, მასუდი კი პოლიციელებმა მოკლეს.
სამართალდამცავთა თქმით, ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე , 52 წლის ხალიდ მასუდი იყო, რომელსაც 3 შვილი ჰყავს და პროფესიით მასწავლებელი იყო. სკოტლანდ იარდის წარმომადგენლის, მარკ როულის განცხადებით, თავდამსხმელის დაბადების სახელი და გვარი ნამდვილად ადრიან რასელია, თუმცა უცნობია, რატომ დასჭირდა მას ვინაობის შეცვლა.
მასუდი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთის საგრაფო კენტში დაიბადა, სამართალდამცავებთან მას პრობლემა არაერთხელ ჰქონია, თუმცა, როგორც სკოტლანდ იარდი აცხადებს, მასუდი ტერორისტულ დაჯგუფებებთან ურთიერთობაში შემჩნეული არ ყოფილა და მის წინააღმდეგ ამ ეტაპზე არავითარი გამოძიება არ მიდიოდა.
ლონდონის თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. თუმცა, სკოტლანდ იარდმა განაცხადა, ლონდონის თავდასხმებში ეჭვმიტანილ ხალიდ მასუდს ტერორისტულ დაჯგუფებებთან "ისლამურ სახელმწიფოსთან" ან "ალ-ქაიდასთან" კავშირი არ დასტურდება.
მასალის გამოყენების პირობები






