რა მინიშნებებია ჩადებული მაკრონისა და ლე პენის საარჩევნო პლაკატებში
მსოფლიო - 18:12, 27 Apr, 2017     3176
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალი სარეკლამო პლაკეტები გამოუშვეს. ემანუელ მაკრონის და მარინ ლე პენის ახალი ვიზუალი, ახალი ლოზუნგებით ამომრჩეველმა ოთხშაბათს იხილა. პრეზიდენტობის კანდიდატების ახალ საარჩევნო პლაკატებზე და მათში ჩადებულ მესიჯებზე figaro წერს:

მაკრონი - თვალის ჩაკვრა მარჯვნივ

En Marche!-მა წარმოადგინა პლაკატი, რომელიც შეიცავს კოდებს, რომელსაც ადრე მემარჯვენეები იყენებდნენ, ეს სავარაუდოდ იმისთვის ხდება, რომ რესპუბლიკელების ამომრჩევლებს ნაციონალური ფრონტის არჩევის ცდუნება აარიდონ და მაკრონისკენ მოიზიდონ. პლაკატზე ლურჯი ფერი ჭარბადაა წარმოდგენილი, ეს ფერი წარმოადგენს უსაფრთხოების და დაცულობის გამოხატულებას. თავის წინა საარჩევნო პლაკატისგან განსხვავებით მაკრონი მარტოა, ის აღარ არის ხალხის მასის ფონზე. ახალი ლოზუნგია „ერთად, საფრანგეთი“ . ამ ლოზუნგის გამოყენებით ცენტრისტი კანდიდატი მემარჯვენე ამომრჩევლების მოგონებებზე ზემოქმედებს. 1988 წელს ჟაკ შირაკის ლოზუნგი იყო „საფრანგეთი ერთად“, 2002 წელს კი „საფრანგეთი დიდებული, საფრანგეთი ერთად“. გარკვეული კავშირია ნიკოლა სარკოზის 2007 წლის ლოზუნგთანაც „ერთად ყველაფერი შესაძლებელი ხდება“.

ლე პენი - ქალურობის კარტის გათამაშება

მარინ ლე პენის საარჩევნო პლაკატზე, ნაციონალური ფრონტის ლიდერი ბიბლიოთეკის ფონზე ჩანს. სურათი მნახველს ფრანსუა მიტერანისა და ნიკოლა სარკოზის ელისეიში გადაღებულ ოფიციალურ ფოტოებს მოაგონებს. თვალსაჩინოა, რომ ლე პენს ხელები ერთმანეთზე ჩაჭიდებული აქვს, ამით ის მინიშნებას აკეთებს, რომ ის უპირატესობას არც მემარჯვენეებს და არც მემარცხენეებს არ ანიჭებს. როგორც ემანუელ მაკრონის, მისი პიჯაკიც ლურჯ ტონალობაშია, იმისთვის, რომ საფრანგეთის დაცულობის გარანტად წარმოჩინდეს. სურათში მარინ ლე პენი გამოხატულია ადამიანად, რომელშიც კომპენსირებულია ქალურობა და ამასთანავე წინსვლის ამბიცია. ლე პენის ლოზუნგი მეორე ტურისთვის არის „აირჩიე საფრანგეთი“

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს შედგება, მასში მონაწილეობას ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი და ცენტრისტი ემანუელ მაკრონი მიიღებენ. პირველ ტურში მაკრონმა ამომრჩევლების ხმების 23%, ხოლო ლე პენმა 21% მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42