რუსეთი და ჩინეთი შიშობენ, რომ აშშ, ჩრდილო კორეის კრიზისის გამოყენებით, მსოფლიო მასშტაბის ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემას შექმნის. ამსი შესახებ საუბარი მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე შედგა, რომელშიც რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, რომლებიც ორივე ქვეყნის მთავარ სამხედრო ოპერატიულ სამსახურს წარმოადგენდნენ, რომელთა ანალიზიც ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაგიდაზე იდება ხოლმე.
რუსეთი უკვე კაი ხანია აპროტესტებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ე.წ. „ევროპული პოზიციური რაიონის“ შექმნას. ამას ემატება SM-3 Block IIA რაკეტების გადამჭერის ამოქმედება, რომელიც ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის „Aegis“ შემადგენლობაში შედის. ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გააქტიურების გამო, რუსეთი შიშობს, რომ აშშ შეძლებს რუსეთის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების უდიდესი უმრავლესობის ჩამოგდებას, ხოლო ამ კომპლექსების კონტეინერებში თავისუფლად შეიძლება ფრთოსანი რაკეტა "Tomahawk"-ების ჩადგმა.
ამას ემატება სამხრეთ კორეის გადაწყვეტილება, რომ დააყენოს საკუთარი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის THAAD-ის დაყენების შესახებ, რომელიც 2013 იქნა მიღებული, რასაც ჩინეთი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, სიტუაციის დაძაბვის შედეგად, ჩინეთის მონაცემებით, ამერიკელებმა ამჟამად უკვე დაიწყეს პროვინცია სონჯუში სისტემა THAAD-ის სწრაფი ტემპით დამონტაჟება.
ჩინეთის წარმომადგენელმა კიდევ ორი არგუმენტი მოიყვანა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. პირველი არგუმენტის თანახმად, სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის დამონტაჟება კრიზის კიდევ უფრო გააღრმავებს, და მეორე - მიუხედავად სისტემის თავდაცვითი ხასიათისა, ეს სისტემები გახდება ჩრდილოეთ კორეაში სახმელეთო ჯარების შეჭრის ფარი.

ამასთან, ეს სისტემა აშშ-ს მისცემს ჩინეთის სახმელეთო და საზღვაო ძალების გადაადგილებაზე სრული ინფორმაციის მოპოვების საშუალებას, ისევე, როგორც ყველა სახის სარაკეტო გამოცდების შესახებ ინფორმაციის მიღებას ხუთწუთიანი ინტერვალით.
ამას ადასტურებს რუკა, სადაც ნაჩვენებია, რომ სისტემა ხედავს არამარტო ჩინეთს, არამედ მონგოლეთისა და რუსეთის ტერიტორიებს.
„სამხრეთ კორეაში ანტისარაკეტო სისტემების დამონტაჟებით აშშ გახდება რეგიონში ერთპიროვნული ჰეგემონი,“ - აცხადებენ ჩინეთის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის კონფერენციაზე ალტერნატიულმა, ამერიკელთა აზრმაც გაიჟღერა. კონფერენციის მონაწილეთა შორის იყო საკუთარი სურვილით ჩაწერილი ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ცენტრის დირექტორი რიჩარდ ვეიცი.
ამერიკელთა არგუმენტი შემდეგია: არანაირ ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემას არ შეუძლია წინ აღუდგს ისეთი ბირთვული პოტენციალის მქონე ქვეყნების მიერ განხორციელებულ ერთდროულ ბირთვულ ზალპს, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი. ვეიცმა ხაზი გაუსვა, რომ ამ სისტემების განთავსება განკუთვნილია ჩრდილო კორეის ამბიციურ-აგრესიული განწყობების შესაჩერებლად. მან აქვე აღნიშნა, რომ კორეის საომარი მოქმედებების დაწყება ყოვლად დაუშვებელია, რადგან ბირთვული იარაღის გარდა, ჩრდილოეთ კორეას შეუძლია სეულისა და სხვა სამხრეთული ქალაქების განადგურება საარტილერიო დაბომბვის შედეგად, ისევე როგორც სამხ.კორეისა და იაპონიის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენება.
ამასთან სიტუაციის სირთულე შემდეგშია - ამჟამად ჩრდ. კორეას არ ძალუძს ამერიკის შეერთებულ შტატებს ბირთვული ზიანი მიაყენოს. თუმცა, მათი ბირთვული პროგრამა სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება. აშშ-ს კიდევ ამის დაშვების სურვილი არ აქვს და მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ამბობს უარს ჩინეთსა და რუსეთთან ერთად კვლავაც გაატაროს ერთობლივი ღონისძიებები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეჩერების მიმართულებით, მაგრამ ექსპერტის აზრით, აშშ არ მისცემს საშუალება ფხენიანს განახორციელოს ბირთვული თავდასხმა თუნდაც ერთ ქალაქზე.
სიტუაცია საკმაოდ დაძაბული და არაპროგნოზირებადია, რადგან ალბათობა იმისა, რომ კორეაში ხელისუფლება შეიცვალოს, ან მათ უარი თქვან საკუთარი ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე ფაქტობრივად ნულის ტოლია.
მასალის გამოყენების პირობები






