თურქეთში მიმდინარე დაკავებებისა და სამსახურიდან გათავისუფლების ფონზე, ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგი თურქეთის ხელისუფლების მიერ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებაზე განცხადებას აკეთებს.
მისი თქმით, თურქეთს უფლება აქვს გამოძიება ჩაატაროს, თუმცა კანონის სრული დაცვით.
"თურქეთს აქვს უფლება დაიცვას თავი და ჩაატაროს გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებაში ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით. თუმცა ეს პროცესი თურქეთის ხელისუფლებამ კანონის სრული დაცვით უნდა წარმართოს," - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვალეტაში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო გადატრიელების მცდელობასა და ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით , 9 000-ზე მეტი სამართალდამცავი გაათავისუფლა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებები "ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან" გამომდინარე განხორციელდა.
გუშინ კი, გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით , 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
შეგახენებთ, 2016 წლის 15 ივლისის ღამეს, თურქეთში სამხედრო ამბოხი მოხდა, რომლის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს ათი ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. ქვეყანაში დაიხურა 100-ზე მეტი მედიასაშუალება, რის შედეგადაც სამსახურის გარეშე დარჩა 2 300-ზე მეტი ჟურნალისტი.
15 ივლისის მოვლენების შემდეგ თურქეთში მინიმუმ 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, მინიმუმ 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს.
სამხედრო გადატრიალების შემდეგ სულ 40 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურებიდან გაათავისუფლეს ან საქმიანობა შეუჩერეს 120 000-მდე ადამიანს.
მასალის გამოყენების პირობები






