სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მოსამართლეთა დაცვის სახელით - "საქართველოში საბჭოთა რეჟიმის აღდგენა სურთ"
პოზიცია - 17:18, 27 Apr, 2017     4512
სანქციები მოსამართლის შეურაცხყოფისთვის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას პოლიტიკოსები და ექსპერტები სიტყვის თავისუფების შეზღუდვის მცდელობად აფასებენ.

ევა გოცირიძის წინადადება, რომელიც მოსამართლეების შეურაცხოფისთვის სანქციების დაკისრებას გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან უკვე მხარდაჭერილია, აღნიშნული ინიციატივით გათვალისწინებულმა აკრძალვებმა კი შესაძლოა სულ მალე კანონის სახეც მიიღოს და დასჯად ქმედებადაც იქცეს.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოსამართლეთა დაცვის სახელით? – „ნიუპოსტი“ თემის გარკვევას შეეცადა:

ვინ და რატომ ითხოვს მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვას, რომლის მთავარი ადრესატები ძირითადად მედიის წარმომადგენლები არიან...

მიმართვის ტექსტი 25-გვერდიანია და მასში დეტალურადაა განხილული მოსამართლეთა მიმართ გამოთქმული მოსაზრებებების შესახებ.

განცხადების ადრესატები არიან არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი, დიპლომატიური კორპუსი და საზოგადოება. საბჭოს წევრებს სურთ საზოგადოების ჩართულობით მოხდეს განსაზღვრება თუ სად მთავრდება მოსამართლის კრიტიკა და სად იწყება შეურაცხყოფა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას თან ახლავს იმ გამონათქვამების ჩამონათვალი, რომლებსაც საბჭოს წევრები განსაკუთრებულად მიუღებლად მიიჩნევენ. ესენია: "ზონდერ - მოსამართლე“, „დაქირავებული ზონდერი“; „მანქურთი“, „მანტიაში გახვეული მანქურთი, მოღალატე, კრიმინალი, სამარცხვინო, გაყიდული მონა, ჯიბის მოსამართლე, დავალების შემსრულებელი, ქვეყნისათვის თავისმომჭრელი, მოსამართლეების მოხსენიება „ბრბოდ“ და სხვა. ამასთანავე საბჭოს მიუღებლად მიაჩნია მოსამართლისათვის უვიცობის დაბრალება, მისი პიროვნული და პროფესიული შეურაცხყოფა და გამონათქვამები მთელი სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, მათ შორის ცრუ ფაქტებისა და დაუსაბუთებელი „შეფასებების“ გავრცელება, რომლებიც იწვევს სასამართლოს დისკრედიტაციას ხალხის თვალში.

ამ ეტაპზე უცნობია, დასჯის რა ფორმაზე შეთანხმდებიან რეგულაციების დაწესების მომხრეები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას საქართველოს პარლამენტში გამოხმაურებები უკვე მოჰყვა. კანონმდებელთა პოზიცია ერთიანი და კრიტიკულია.

მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ სიახლის მიხედვით მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით კი მეტი კითხვის ნიშნები გაჩნდება.

ინიციატივას სულელურს უწოდებენ "ერთიან ნაციოონალურ მოძრაობაშიც". რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება შესაძლოა ამ კანონის მიღებას დათანხმდეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, არასერიოზულს უწოდებს საქართველოს სახალხო დამცველიც, ომბუდსმენის განმარტებით, კანონმდებლობაში ისედაც არსებობს ამ ტიპის რეგულაციები და მათი გამოყენება მოსამართლეებს შეუძლიათ. მისი განცხადებით ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, მოსამართლეებს და ყველა საჯარო პირს კი გარკვეული თმენის ვალდებულება გააჩნიათ.

მესამე სექტორში კი მიაჩნიათ, რომ მოსამართლეთა შეურაცხყოფისთვის გარკვეული სახის სანქციების დაწესება ცენზურის დაკანონების მცდელობაა.

როგორც „ნიუპოსტს“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიიდან აცნობეს, საქართველოში არსებობს გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი და ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რაიმე ფორმით შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არსებული სტანდარტის გაუარესება იქნება.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი კი საკითხის შეფასებისას "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ "საქართველოში საბჭოთა კავშირის აღდგენა სურთ".

ალაფიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ურჩევს, სასამართლო სისტემის გაძლიაერებაზე იფიქრონ და სასაცილო იდეებს თავი დაანებობონ.

"ეს იმდენად უგუნური ინიციატივაა, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობას საქართველოში. იმ პირობებში როდესაც საქართველოს აღებული აქვს დემოკრატიულ ოჯახში დამკვიდრების გეზი, მსგავს რაღაცეებზე ფიქრიც კი ძალიან სასაცილოა. სამწუხარო კი არის ის, რომ იმ ორგანოს, რომელსაც სხვა ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები აქვს გადასაწყვეტი, სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით, უგუნურ და სასაცილო ინიციატივებზე დროს ხარჯავს.

საბჭოთა კავშირთან ასოციაციებს იწვევს ის ფაქტიც, რომ ამ პერიოდში სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით შეურაცხყოფა იყო დანაშაული, ეს კოდექსი შემდეგ შევარდნაძის პერიოდშიც მოქმედებდა და რამდენიმე პირი ამ მუხლის გამოყენებით დასაჯეს კიდეც. მაგრამ ეს პერიოდი დამთავრდა, გაუქმდა და ვერც შევარდნაძის და ვერც საბჭოთა კავშირი საქართველოში ვეღარ დაბრუნდება.

ეს ინიციატივა იუსტიციის საბჭოს ისედაც არასახარბიელო იმიჯს ამდაგვარი ინიციატივები და საკითხებზე მსჯელობა რაიმეს მატებდეს. უმჯობესია მათ შეასრულონ ის ვალდებულება, რომელიც კანონით აკისრია გაიცნობიერონ თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, რაც საზოგადოების წინაშე აკისრიათ და დაანებონ თავი სასაცილო ფიქრს, რომ საბჭოთა კავშირი აღადგინონ საქართველოში"- აღნიშნა ალაფიშვილმა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა ჰგავს ცენზურის გაცოცხლებას, რომელიც მეგონა, რომ მე-20 საუკუნეში დავტოვეთ და 21-ში, ინფორმაციის თავისუფლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაზღვრო განვითარების ეპოქაში აღარ გამოგვყვა“- ეს შეფასება კი იურისტ ლია მუხაშავრიას ეკუთვნის.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური კი იმედს გამოთქვამს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა კანონში ცვლილებების სახეს მიიღებს, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვლის, რომ ისუტიციის საბჭოს ინიციატივა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაციაშიც მიიჩნევენ, რომ ისუტიციის საბჭოს ინიციატივა სიტყვის თავისუფლებას დააზიანებს.

როგორც თემის კომენტირებისას "ნიუპოსტს" საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ განუცხადა, ადამიანისთვის საკუთარი მოსაზრების გამოხატვის აკრძალვა სამართლიანი სასამართლოს სისტემის არსებობას ეწინააღმდეგება.

„ასეთი ინიციატივა, ზოგადად სიტყვის თავისუფლებაზე სერიოზული დარტყმა ინება. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა წაერთმევათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე მათი პოზიცია გამოხატონ.

ასევე არასწორია მოსაზრება იმის შესახებ, რომ დღეს მოსამართლეები უსაფუძვლო კრიტკისაგან დაუცველები არიან. მოსამართლეებს, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, თუკი მის მიმართ სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა მიმართოს სასამართლოს და დაამტკიცონ ის რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მოსამართლეებს აქვთ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის შესაძლებლობა და მათ შორის მორალური ზიანის გამო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა.

ადამიანისთვის საკუთარი მოსაზრების გამოხატვის აკრძალვა, გამნოხატვის თავისუფლების სერიოზული დარღვევაა და სასამართლოს ავტოროტეტი დაცვასთან კავშირში არ არის, პირიქით, ასეთი ტიპის სანქციები უფრო მეტ ზიანს მიაყენებს სასამართლოს მიუკერძოებლობას“- აცხადებს „ნიუპოსტთან“ საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.

მისი თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი ერთმანეთისგან ფაქტს და აზრს ერთმანეთისგან განსხვავებს.

„მაგალითად გამოთქმა: „ზონდერი მოსამართლე“ - ეს არის აზრი. მაგრამ გამოთქმა, რომ „მოსამართლემ აიღო ქრთამი“ - ეს არის ფაქტი. ფაქტზე სასამართლოში დავა შესაძლებელია, მოსაზრება არის აბსოლუტური პრივილეგიით დაცული და მოსამართლის გამოთქმასთან დაკავშირებით ვერავინ შეედავება ამ მისაზრების ავტორს, მათ შორის სასამართლოში“- გიორგი გოცირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42