ქართველ დიზაინერს, Vetements-ისა და Balenciaga-ს შემოქმედებით ხელმძღვანელს დემნა გვასალიას მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. მისი არაორდინალური კოლექციები მოდის ექსპერტებში მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია.
ამჯერად დემნამ ბალენსიაგასთვის PRE-FALL 2017 კოლექცია წარადგინა, კატალოგის სახით.
კოლექციები, ქართველებისთვის ხშირად ღიმილისმომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს.

































დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას.
Vetements-ი ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წელს დააარსეს და აღიარებაც მალევე მოიპოვეს. მათი სახასიათო ნიშანი დიდი ზომის სამოსი, ყვავილების პრინტებიანი კაბები და გადაკეთებული ჯინსებია. გვასალია რვა წლის განმავლობაში Margiela-ს კულისებში მუშაობდა. თანამშრომლობდა "ლუი ვიტონთანაც."
Vetements-ს მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. დემნას არაორდინალური კოლექციები მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია. მოდის კრიტიკოსები დემნას მოდის სფეროში გარდამტეხ დიაზინერს უწოდებენ. ახალი კოლექციების წარგდენის შემდეგ კი ვოგის გავლენიანი გამოცემების ფურცლებზეა.
გავლენიანმა გამოცემა The Business of Fashion-მა დემნა გვასალია 2016 წლის ადამიანად დაასახელა .
დემნა გვასალია British Fashion Awards-ის გამარჯვებულიც გახდა და წლის საერთაშორისო დიზაინერის ტიტული მოიპოვა.
დემნასა და გურამის ბრენდი Vetements წარდგენილი იყო ნომინაციაში წლის ურბანული ბრენდი, რომლის გამარჯვებულიც გახდა.
BFA-მდე The Business of Fashion - მა 2016 წლის #BOF500 გამოაქვეყნა - ადამიანები, რომლებიც ქმნიან, ცვლიან მოდას, გავლენას ახდენენ ინდუსტრიაზე. რეიტინგში დემნა და გურამ გვასალიებიც მოხვდნენ.
ბოლო სიახლე კი ის გახლავთ, რომ დემნა მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა.
საერთაშორისო ჯილდო მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის დემნას "ვეტმანისა" და "ბალენსიაგასთვის" გადაეცა. CFDA მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მაღალი დონის ჯილდოდ ითვლება და მას უმეტესად ლეგენდად ქცეულ დიზაინერებს გადასცემენ.
მასალის გამოყენების პირობები






