"ლიბერალისთვის" "მედია ჰაუსის" ყოფილი თანამშრომლის მერ გაგზავნილი წერილის თანახმად კი ვანო ჩხარტიშვილი მაშინდელი ოპოზიციის წევრებს მისთვის პიარის გაკეთების სანაცვლოდ თანხას უხდიდა.
წერილს თან ახლავს ხელმოწერილი ხელშეკრულებები დაჩი ცაგურიასთან, ირაკლი კორძაიასთან, დავით მაღრაძესთან, დიმიტრი გაბუნიასთან და იოსებ ოქანაშვილთან.
"იგი თითქმის მთელ მაშინდელ ოპოზიციას უხდიდა ხელფასს, რათა მათ გაეკეთებინათ მისთვის პიარი და ეხსენებინათ მისი სახელი დადებით კონტექსტში." – ნათქვამია წერილში.
ხელმოწერილი კონტრაქტების მიხედვით, დაჩი ცაგურია, ირაკლი კორძაია და დავით მაღრაძე "MძEღA.თV"-ში კონსულტანტებად მუშაობდნენ. გაწეული სამუშაოსთვის ყოველთვიურად 1000$-ს იღებდნენ.
ცაგურიამ "ლიბერალთან" საუბრისას "MძEღA.თV"-ში კონსულტანტად მუშაობის ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ვანო ჩხარტიშვილის Pღ-ს არ ეწეოდა.
მასალის გამოყენების პირობები






