ემანუელ მაკრონი ქართველია?!
ეს საინტერესოა - 18:45, 25 Apr, 2017     38784
საქართველოს ისტორიასავით ძველია „ტრადიცია“, რომ ყველა ცნობილ და წარმატებულ ადამიანს ქართული ფესვები უნდა ჰქონდეს, თუ ფესვებს არა, ყვავი-ჩხიკვის მამიდას მაინც ექნება საქართველოსთან კავშირი. სწორედ ამ „ტრადიციამ“ აქცია ქართველად პეტრე I (მას ერეკლე I-ის უკანონო შვილობას აბრალებენ), ნაწილობლივ შაჰ-აბასიც (ბებიის ხაზით), ჯორჯ ბუში (ოღონდ ეს თეორია მხოლოდ უფროსს შეეხო), ვლადიმერ პუტინი (საქართველოსთან ის მეტეხელმა მამინაცვალმა დააკავშირა). რეჯეპ ტაიპ ერდოღანი (მას ლაზური ფესვები აღმოუჩინეს) და კიდევ მრავალი.

ამჯერად შესაძლოა „ჩვენებურების“ რიცხვს საფრანგეთის (მომავალი) პრეზიდენტიც შეემატოს (თუ ევროპას ღმერთი არ გაუბრაზდა და მარინ ლე პენი არ დაატეხა რისხვად). "მტკიცებულება" რომ ემანუელ მაკრონი „ჩვენია“, ვიკიპედიაში მოიპოვება:

მაკრონები — წინარე ქართული ტომი. ბინადრობდა სამხრეთ კოლხეთში. ანტიკური ხანის ავტორების ცნობით, ცხოვრობდნენ ტრაპეზუნტის რაიონში და მის აღმოსავლეთით. მაგალითად, ქსენოფონტი მათ შეხვედრია ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი დღის სავალზე. ამ რაიონშივე მაკრონების ყოფნას ადასტურებენ აპოლონიოს როდოსელი, სტრაბონი, პლინიუსი, V საუკუნის ანონიმი მწერალი და სხვები. ზოგიერთი მათგანი (მაგალითად - სტრაბონი) თვლის, რომ მაკრონებს ძველი ავტორები ეძახდნენ აქ მცხოვრებ სანებს (ე. ი. ჭანებს). სახელწოდება „მაკრონში“ თანამედროვე მკვლევრები ხედავენ დასავლეთ ქართველთა ტომების აღმნიშვნელ თანამედროვე ტერმინში (მეგრელ//მარგალ) შემავალ არგ (არკ) ძირს, რომელიც გაფორმებულია ჭანურისათვის დამახასიათებელი ონ სუფიქსით. მაკრონები სხვა ქართველ ტომებთან ერთად ძვ. წ. V საუკუნეში შედიოდნენ სპარსეთის იბერიის XIX სატრაპიაში. მონაწილეობა მიუღიათ სპარსეთის მეფის ქსერქსეს ლაშქრობაში საბერძნეთზე. ამ ომში ისინი შეიარაღებული ყოფილან ისევე, როგორც მოსხები, ტიბარენები და მოსინიკები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42