მიქსი ლონდონში ფოტოსესიაზე გაემგზავრა, თუმცა ბრიტანელმა სამართალდამცავებმა მისი დეპორტაცია მოახდინეს.
როგორც ჯერემის მენეჯერმა განაცხადა, ის და მისი მეუღლე, ლონდონის აეროპორტში სამართალდამცავებმა დააკავეს და ოთხი საათის განმავლობაშ დაკითხვაზე ჰყავდათ, აუღეს თითის ანაბეჭდებით და უკან, ნიუ იორკში დააბრუნეს.
„ის პირველად იმყოფებოდა ლონდონში , ეს მისი დებიუტი უნდა ყოფილიყო. მან ახალი ცხოვრება დაიწყო და ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა. იმედია, ეს შეცდომაა და ის შეძლებს ლონდონში დაბრუნებას“ - გაანცხადა ჯიმ ჯორდანმა.
32 წლის კალიფორნიელი პატიმარი, რომელიც 2014 წლის 19 ივნისს, იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, პოპულარული ერთ დღეში გახდა, მას შემდეგ, რაც სტოკტონის პოლიციის დეპარტამენტის ფეისბუქგვერდზე მისი ფოტო გამოქვეყნდა. ჯერემი მიქსი ციხიდან 2016 წლის მარტში გამოვიდა. სამოდელო სააგენტო White Cross Management-თან კონტრაქტს მან ჯერ კიდევ პატიმრობაში ყოფნისას მოაწერა ხელი.
მიმდინარე წლის თებერვალს, კი მისი დებიუტი პოდიუმზეც შედგა.
ჯერემი სკოტი ნიუ იორკის მოდის კვირეულზე დიზაინერ ფილიპ პლაინის (Philipp Plein) ჩვენებაზე გამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები






