ქართველი ფერმერები გადამზადებას ჩინეთის რესპუბლიკაში გადიან
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:21, 25 Apr, 2017     1135

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, ქართველი ფერმერები გადამზადებას ჩინეთის რესპუბლიკის ჰუნანის პროვინციაში გადიან. ერთთვიან ტრენინგში 30 ქართველი ფერმერი და დაინტერესებული პირია ჩართული.

სასწავლო კურსი ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანა-შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიებს, ბოსტნეულის გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და მარკეტინგის საკითხებს, ასევე, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკისა და მართვის საკითხებს მოიცავს.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ჩინეთის რესპუბლიკის რამდენიმე პროვინციაში ბოსტნეული კულტურის წარმოების კომპანიები და მათი ბაზები დაათვალიერეს; პრაქტიკული, საველე სწავლების დროს ქართველი ფერმერები სათბურებსა და სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მიმდინარე კვლევებსაც გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის რესპუბლიკაში ქარველი ფერემერების უკვე მეორე ჯგუფი გადის სასწავლო კურსს. პირველ ეტაპზე, ამავე პროექტის ფარგლებში, 23 კაცი გადამზადდა. პროექტის ფარგლებში ქართველი ფერემერების ჩინეთში გადამზადება მომავალშიცაა დაგეგმილი. ტრენინგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის მხარდაჭერით, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე, საქართველოში 8 სასწავლო კურსი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი გადამზადდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42