საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია.
არჩევნების წინასწარი პროგნოზი
მეორე ტურში ცენტრისტი, პოლიტიკური მოძრაობის "წინ!" ემანუელ მაკრონი და "ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი გავიდნენ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 11 კანდიდატი იბრძოდა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა.
ემანუელ მაკრონი - 24% (მხარი დაუჭირა 8,657,326-მა ადამიანმა)
მარინ ლე პენი - 21.3% (მხარი დაუჭირა 7,679,493-მა ადამიანმა)
ფრანსუა ფიიონი - 20% (მხარი დაუჭირა 7,213,797-მა ადამიანმა)
ჟან-ლიუკ მელანშონი - 19.6% (მხარი დაუჭირა 7,060885-მა ადამიანმა)
ბენუა ამონი - 6.4 % (მხარი დაუჭირა 2, 291565-მა ადამიანმა)
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება.
ფრანსუა ფიიონმა და ბენუა ამონიმ წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე განაცხადეს, რომ მეორე ტურში მხარს ემანუელ მაკრონს უჭერენ და მათ მხარდაჭერებსაც იგივე მოიწოდეს.

მასალის გამოყენების პირობები






