“დღეს საღამოს გადავწყვიტე, „ეროვნულიფრონტის“ პრეზიდენტის თანამდებობადავტოვო. მე პარტიულ მოსაზრებებზე მაღლადავდგები“ - განაცხადა ლე პენმა „ფრანს 2-თან“ ინტერვიუში.
უცნობია, მარინ ლე პენმა პარტია სამუდამოდდატოვა თუ მხოლოდ არჩევნების მეორეტურის დასრულებამდე.
ეროვნული ფრონტი“ მარინ ლე პენის მამამ, ჟან-მარი ლე პენმა 1972 წელს დააარსა და პარტიასსათავეში 39 წლის განმავლობაში ედგა, 2011 წელს კი თანამდებობა დატოვა. პარტიისლიდერად იმავე წელს მისი ქალიშვილი, მარინ ლე პენი აირჩიეს. პარტიის თავმჯდომარედარჩევისას მან განაცხადა, რომ პარტიას რასისტული და ანტისემიტური იმიჯისგანგაათავისუფლებდა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრისტი ემანუელ მაკრონი დანაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი გავიდნენ.
ამომრჩეველთა 23.86% -მა მხარი მოძრაობა «En marche!»-ის დამფუძნებელ, 39 წლის ცენტრისტემანუელ მაკრონს დაუჭირა. 21.43 %-იანი მხარდაჭერა მოიპოვა ულტრამემარჯვენე პარტიისლიდერმა 48 წლის მარინ ლე პენმა.
მაკრონს მეორე ტურში გადასვლას ულოცავენ მსოფლიო ლიდერები. უმაღლესმაევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ კი მას „ჩვენი თაობის იმედი“ უწოდა.
რაც შეეხება პირველ ტურში მაკრონის ოპონენტებს, ფრანსუა ფიიონმა და ბენუა ამონიმგანაცხადეს, რომ მეორე ტურში მხარს ემანუელ მაკრონს უჭერენ და მათ მხარდაჭერებსაციგივე მოიწოდეს.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






