როგორც როიტერსი იტყობინება, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღსანიშნავია, რომ დღეს, ქაბულში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისის ვიზიტია დაგეგმილი.
ორი დღის წინ, თალიბანის მებრძოლები ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მაზარი-შარიფის გარეუბანში სამხედრო მოსამსახურეებს დაესხნენ თავს. თვდასხმას 200 სამხედო ემსხვერპლა.
თავდამსხმელები სამთავრობო არმიის ფორმაში იყვნენ გადაცმულნი.
გამოცემის ცნობით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ჯარისკაცები პარასკევის ლოცვის შემდეგ, მეჩეთიდან გამოდიოდნენ.
მებრძოლებმა სასადილოში მყოფი ჯარისკაცებიც დაცხრილეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია დაახლოებით ათი თალიბიც.
სამხედრო ბაზაზე თალიბანის თავდასხმის შემდეგ, ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა აბდულა ჰან ჰაბიბიმ და სახმელეთო ჯარის ხელმძღვანელმა კადამ შაჰ შაჰიმმა, თანამდებობები დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






