"ხმას ემანუელ მაკრონს ვაძლევ, ულტრამემარჯვენეების ყოფნა სარისკოა ჩვენი ქვეყნისთვის" - ფრანსუა ოლანდი
მსოფლიო - 19:45, 24 Apr, 2017     2644
საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდნეტმა, ფრანსუა ოლანდმა სატელევიზიო გამოსვლაში დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას ემანუელ მაკრონს მისცემს, მის კონკურენტს მარინ ლე პენს კი „საფრანგეთისთვის საფრთხე“ უწოდა.

„ემანუელ მაკრონი - არის ის , ვინც ღირებულებების ერთგულია, რომელიც ფრანგი ხალხის გაერთიანებას უზრუნველყოფს ასეთ სერიოზულ დროს საფრანგეთისთვის, ევროპისა და მსოფლიოსთვის. სასწორზეა ჩვენი ფრანგული იდეა, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი პარტნიორობა ევროკავშირთან და ჩვენი ადგილი მსოფლიოში. ულტრამემარჯვენეების ყოფნა სარისკოა ჩვენი ქვეყნისთვის. ამგვარი რისკის წინაშე შეუძლებელია ჩუმად იყო. მე ხმას ვაძლევ მანუელ მაკრონს“ - განაცხადა ოლანდმა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი პროგნოზი გამართლდა.

მეორე ტურში ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი გავიდნენ.

ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 97%, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა 23.86% -მა მხარი მოძრაობა «En marche!»-ის დამფუძნებელ, 39 წლის ცენტრისტ ემანუელ მაკრონს დაუჭირა. 21.43 %-იანი მხარდაჭერა მოიპოვა ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა 48 წლის მარინ ლე პენმა.

მაკრონს მეორე ტურში გადასვლას ულოცავენ მსოფლიო ლიდერები. უმაღლესმა ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ კი მას „ჩვენი თაობის იმედი“ უწოდა.

რაც შეეხება პირველ ტურში მაკრონის ოპონენტებს, ფრანსუა ფიიონმა და ბენუა ამონიმ განაცხადეს, რომ მეორე ტურში მხარს ემანუელ მაკრონს უჭერენ და მათ მხარდაჭერებსაც იგივე მოიწოდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42