ოჰაიოში მცხოვრებმა რვა წლის ბიჭმა მაკდონალდში წასვლა არც მეტი არც ნაკლები მანქანით, გადაწყვიტა, თანაც არც 4 წლის და დატოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მოძრაობის არცერთი წესი არ დაურღვევია.
როგორც გაირკვა, ბიჭმა მანქანის მართვა Youtube-ის დახმარებით ისწავლა.
პოლიციის ოფიცერის, ჯეიკობ კოელერის განცხადებით, ქუჩაში გამვლელებმა შეამჩნიეს, რომ ავტომობილს მცირეწლოვანი ბავშვი მართავდა და პოლიციას დაუკავშირდნენ. მაკდონალდსის თანამშრომლების თქმით, მათ თვალებს არ დაუჯერეს, როდესაც მანქანაში მხოლოდ ორი მცირეწლოვანი შენიშნეს.
პოლიციის დანახვისას კი ბიჭმა ტირილი დაიწყო და პოლიციის ოფიცერს უმტკიცებდა, რომ მას ნამდვილად ძალიან უნდოდა ჩიზბურგერი. რაც შეეხება მანქანის მართვას, პოლიციელს უთხრა, რომ ყველაფერი "იუთუბიდან" ისწავლა.
როგორც გაირკვა, ბავშვების მამა სახლში დაღლილი დაბრუნდა და დაიძინა, სავარძელში ჩაეძინა დედასაც. სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს ბავშვებმა მაკდონალდში უფროსების გარეშე წასულიყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები






