„რაც არ უნდა ქნათ, მე თქვენზე დავქორწინდები!“- ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების სიყვარულის ისტორია
ეს საინტერესოა - 17:43, 24 Apr, 2017     23314
როდესაც ემანუელ მაკრონი თავის მეუღლეზე საუბრობს, მას თავის ცხოვრების ქალს უწოდებს. საფრანგეთის პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როდესაც საკუთარი მასწავლებლით ბრიჯიტ ტრონოთი მოიხიბლა.

ბრიჯიტ ტრონო 1953 წლის 13 აპრილს ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ ამიენში დაიბადა. ის 6 დედმამიშვილს შორის ყველაზე უმცროსია. მამამისი ამიენში მდებარე შოკოლადის ქარხნის დირექტორი იყო, დედა კი რამდენიმე მაღაზიის მფლობელი. ბურჟუაზიულ ფენაში გაზრდილ გოგონას, მიუხედავად იმისა, რომ საწუწუნო არაფერი ჰქონდა დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილი ადრეულ ასაკში გაუჩნდა. ის 20 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა მომავალ ბანკირს ანდრე-ლუის ოზიერს, წყვილს სამი შვილი გაუჩნდა: სებასტიანი, ლორანსი და ტიფენი.

მრავალშვილიანობის მიუხედვად ბრიჯიტი კარიერულ წინსვლასაც ახერხებდა. მან მუშაობა დაიწყო ფრანგულის მასწავლებლად ამიენის პრესტიჟულ ლიცეუმში. სწორედ აქ შედგა შეხვედრა, რომელმაც მის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. 1995 წელს მან შეიტყო ერთი მოსწავლის შესახებ, რომელსაც პატარა გენიოსს უწოდებდნენ და რომელზეც მისი კოლეგები განუწყვეტლივ ლაპარაკობდნენ. ეს იყო რა თქმა უნდა - ემანუელ მაკრონი. როდესაც ბრიჯიტმა ემანუელი პირველად ნახა ის ჯერ კიდევ 14-15 წლის იყო. მათი გაცნობა როგორც მასწავლებლის და მოსწავლისა ორი წლის შემდეგ შედგა: "ყოველ პარასკევს გვქონდა წერის გაკვეთილი და ამან ძალიან დაგვაახლოვა, მან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა... ვგრძნობდი, რომ გავები, ისიც..."- ისაუბრა ბრიჯიტმა Paris Match-თან.

გრძნობდა რა სიტუაციის სირთულეს, ბრიჯიტი ეცადა ცდუნებისთვის თავი აერიდებინა და ემანუელს სწავლის გაგრძელება პარიზში შესთავაზა. „მან დამარწმუნა რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. ჩვენ ვერ შევძელით დამაკავშირებელი ძაფის გაწყვეტა, პირიქით გრძნობა გაძლიერდა და 17 წლის ემანუელმა მე გამომიცხადა - „რაც არ უნდა ქნათ, მე თქვენზე დავქორწინდები!“ ბრიჯიტი იმ დროს 41 წლის, დაქორწინებული, შვილებიანი ქალი იყო, თუმცა ბარიერებმა გრძნობა უფრო გაამძაფრა - „სიყვარულმა თავისი გზა იპოვა და მე განქორწინებამდე მიმიყვანა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ცვლილებების გამო ჩემიანები არ დამეკარგა“.

საბოლოოდ ბრიჯიტმა და ემანუელმა ამიენი დატოვეს და პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად. პროვინციიდან შორს, განმკითხავი თვალებისგან მოშორებით თავისუფალმა ცხოვრებამ მათი კავშირი კიდევ უფრო გაამყარა. ემანუელმა შეძლო არა მარტო მიეღო, არამედ შეეყვარებინა თავისი საყვარელი ქალის შვილები. 2007 წელს ემანუელმა გააკეთა ის, რასაც ბრიჯიტს წლების წინ დაპირდა, - ისინი დაქორწინდნენ.

წყვილი თავისუფალ დროს ოჯახში ატარებს და ბრიჯიტის 7 შვილიშვილზე ზრუნავენ.

ამჯერად ბრიჯიტი და ემანუელი ხელისუფლების მოპოვებისთვის ერთად იბრძვიან. ემანუელ მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური წარმატებით დაძლია და ელისეის სასახლეში მოხვედრისთვის ის მეორე ტურში მარინ ლე პენს დაუპირისპირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42