მსოფლიო მეორე ტურის მოლოდინში: მაკრონი ლე პენის წინააღმდეგ - რას ნიშნავს ეს ევროპისთვის?!
პოზიცია - 13:12, 24 Apr, 2017     4663
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი პროგნოზი გამართლდა.

მეორე ტურში ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი გავიდნენ.

ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 97%, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა 23.86% -მა მხარი მოძრაობა «En marche!»-ის დამფუძნებელ, 39 წლის ცენტრისტ ემანუელ მაკრონს დაუჭირა. 21.43 %-იანი მხარდაჭერა მოიპოვა ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა 48 წლის მარინ ლე პენმა.

მაკრონს მეორე ტურში გადასვლას ულოცავენ მსოფლიო ლიდერები. საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური სიმპატიები ღიად ამ დრომდე არ დაუფიქსირებია, მაკრონს მეორე ტურში გადასვლა სატელეფონი ზარით მიულოცა. უმაღლესმა ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ კი მას „ჩვენი თაობის იმედი“ უწოდა.

რაც შეეხება პირველ ტურში მაკრონის ოპონენტებს, ფრანსუა ფიიონმა და ბენუა ამონიმ განაცხადეს, რომ მეორე ტურში მხარს ემანუელ მაკრონს უჭერენ და მათ მხარდაჭერებსაც იგივე მოიწოდეს.

მსოფლიო მეორე ტურის მოლოდინშია.

მაკრონი ლე პენის წინააღმდეგ - რას ნიშნავს ეს ევროპისთვის?!

როგორ გამოცემა Time თავის სარედაქციო სტატიაში წერს, თუ მოულოდნელი არაფერი მოხდება, მაკრონი - დამოუკიდებელი ცენტრისტი მეორე ტურში გაიმარჯვებს და საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი გახდება.

ემანუელ მაკრონი (39 წლის) ცენტრისტი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრია, დააფუძნა სოციალურ-ლიბერალური მოძრაობა «En marche!». მაკრონი მემარცხენე კაბინეტის რეფორმატორი მინისტრი იყო, ის ე.წ „პატარა მთავრობის“ მომხრეა. ამასთანავე მინიმალურად დარეგულირებულ თავისუფალ ბაზარს უჭერს მხარს, თუმცა ჩვეულებრივი მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკური ზრდის პროდუქტის მემარცხენე განაწილების მომხრეა. მას მინისტრობის დროს გატარებული წარმატებული რეფორმების გამო მიმდევრები როგორც მემარცხენეებში, ასევე მემარჯვენეებში ჰყავს.

რაც შეეხება ლე პენს, „თაიმის“ ცნობით, გამარჯვებასთან მიახლოების შემთხვევაშიც კი, ქსენოფობიურ და პროტექციონისტური პოლიტიკას განაგრძობს , რაც ევროპაში პრობლემების მოგვარებას რა თქმა უნდა, არ დაეხმარება.

„საფრანგეთს რეფორმები სჭირდება. ახალ პრეზიდენტს კი ძლიერი ნერვები, რათა გარდაუვალ დარტყმებსა და წინააღმდეგობებს გაუძლოს. მაკრონმა სწრაფად უნდა გააცნობიეროს, რომ საბაზრო რეფორმები რთული, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია“ - წერს „თაიმი.“

„გარდიანი“ კი წერს, რომ საფრანგეთი ახლა მარტივი და ნათელი არჩევანის წინაშე დგას: 7 მაისს იქნება დაპირისპირება ღიაობასა და შეუწყნარებლობას შორის, ინტერნაციონალიზმსა და ნაციონალიზმს, ოპტიმიზმსა და სიძულვილს, რეაქციასა და რეფორმებს, იმედსა და შიშს შორის.

ემანუელ მაკრონი, წერს გამოცემა - საუკეთესო იმედია, ამ დიდებული ქვეყნის პრობლემების გადასაჭრელად.

პრობლემა კი ბევრია, უთანასწორობიდან დაწყებული უმუშევრობით დამთავრებული, სოციალური განსხვავებები, ტერორიზმი და ის ფაქტი, რომ ელიტა დარწმუნებულია, უფლება აქვს ქვეყანა მართოს.

„მაკრონს, რომელიც თვითონ არის ამ კლასის წარმომადგენელი, მცირე გამოცდილება აქვს, მას დიდად არ ენდობიან მემარცხენეები და ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვება ისევ დასჭირდება. ამომრჩეველმა მას ხმა მისცა, რადგან გაბედა და ძველი წესრიგის გამოწვევა.

მისი არჩევა იქნება ერთადერთი შანსი, საფრანგეთში პროგრესული, ლიბერალური და პროევროპული რეფორმების გასატარებლად.

ფრანგმა ამომრჩევლებმა გაბედულად უთხრეს უარი წარსულს. ახლა მათ რევოლუცია უნდა დაასრულონ“ - წერს „გარდიანი.“

Financial Time-იც იზიარებს მოსაზრებას, რომ თუკი მეორე ტური მოულოდნელი სიურპრიზების გარეშე ჩაივლის, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ახალგაზრდა პოლიტიკოსის კორონაციით დასრულდება, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. მისი პოლიტიკური ბედი კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გადამწყვეტ რეფორმებს გაატარებს.

„მაგრამ თუკი მისი პრეზიდენტობა წარუმატებელი აღმოჩნდება, როგორც ეს ფრანსუა ოლანდისა და ნიკოლა სარკოზის შემთხვევაში მოხდა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში 2022 წელს, მარინ ლე პენი ან მისი მსგავსი რადიკალი კანდიდატი რეალურ ხელისუფლებას მიუახლოვდება“ - წერს გამოცემა.

„საფრანგეთისა და ევროკავშირის დროშები ემანუელ მაკრონის პატივსაცემადაა აღმართული, ის ჩვენი თაობის იმედია” - ასე გამოეხმაურა უმაღლესი ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონის გადასვლას, რაც თავისთავად ცხადყოფს, მაკრონი ევროკავშირისთვის იდეალური კანდიდატია. თუმცა , იმ შემთხვევაშიც, თუკი ის მეორე ტურში გაიმარჯვებს, საფრანგეთში ევროსკეპტიციზმის ტალღის ზრდა, სერიოზულ პრობლემად რჩება.

მარინ ლე პენმა კი ევროკავშირის "სიკვდილი" იწინასწარმეტყველა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლე პენმა განაცხადა, რომ "ევროკავშირი მალე მოკვდება, რადგან ის ხალხს აღარ სჭირდება."

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში , ექვსი თვის განმავლობაში საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმს ჩაატარებს, ხოლო თუკი ფრანგები მხარს არ დაუჭერენ საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლას, ის თანამდებობას დატოვებს. თავის დროზე, დასავლური სამყარო აღაშფოთა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ფაქტისადმი ლე პენის მხრიდან გამოხატულმა ღია მხარდაჭერამ. ასევე, საპრეზიდენტო მარათონის დროს, მისი ერთერთი მთავარი სლოგანი რუსეთისათვის სანქციებსს მოხსნაც იყო.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42