მაკრონს მეორე ტურში გადასვლას ულოცავენ მსოფლიო ლიდერები.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მაკრონს დაურეკა და მეორე ტურში გადასვლა მიულოცა.
უმაღლესი ევროკომისარი ფედრიკა მოგერინი მაკრონს თვითერზე ულოცავს :
„საფრანგეთისა და ევროკავშირის დროშები ემანუელ მაკრონის პატივსაცემადაა აღმართული, ის ჩვენი თაობის იმედია” - წერს მოგერინი.
მაკრონს მეორე ტურში გადასვლა ევროკომისიის პრეზიდენტმაც მიულოცა. ფრანგი ხალხის არჩევანს მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მარტინ შულცმაც. მაკრონს მეორე ტურში გადასვლა ბელგიის პრემიერმინისტრმა და ანგელა მერკელის პრესმდივანმაც მიულოცეს.
რაც შეეხება პირველ ტურში მაკრონის ოპონენტებს, ფრანსუა ფიიონმა და ბენუა ამონიმ განაცხადეს, რომ მეორე ტურში მხარს ემანუელ მაკრონს უჭერენ და მათ მხარდაჭერებსაც იგივე მოიწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები






