გაეროს მთავარი გამომძიებლის პაულო სერხიო პინეიროს თქმით 4 აპრილს, სირიაში, იდლიბის პროვინციაში გამოყენებული ქიმიური იარაღის შემადგენლობაში ზარინის სითხე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" აქვეყნებს.
ამასთან, აღნიშნა მან, მსხვერპლთა უმეტესობა არა ქიმიური შეტევის, არამედ ადგილობრივი საავადმყოფოსა და პროვინციის სხვა ადგილებში განხორციელებული საავიაციო დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
გაეროს გამომძიებლის თქმით, სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს სულ უფრო და უფრო მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. იმ დროს როდესაც ტერორისტული დაჯგუფებები, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“ და სხვ. ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთით კარგავენ ტერიტორიებს, სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები ცდილობენ დაეუფლონ გამოთავისუფლებულ ადგილს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს.
ამავე დროს, როგორც მონიტორები აცხადებენ, სირიის ოთხ ალყაშემორტყმული ქალაქიდან ევაკუაცია უკვე დასრულებულია.
მასალის გამოყენების პირობები






