ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა.
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები საკუთარი პროფესიისა და მოღვაწეობის მიხედვით, 5 სხვადასხვა კატეგორიაში არიან გადანაწილებუნი : ნოვატორები, ხელოვანები, ლიდერები, ტიტანები და კუმირები.
ნოვატორებს შორის მოხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი ბიზნესმენი მეუღლე ჯარედ კუშნერი, მსახიობი რიზ აჰმედი და სხვა.
ხელოვანებს შორის მოხვდნენ: მსახიობები - ემა სტოუნი, რაიან რეინოლდსი, მარგო რობი, მომღერლები ჯონ ლეჯენდი, ედ შირანი, ალიშა ქეი, დემი ლოვატო, შოიმენი ჯეიმს კოდენი, დიზაინერი ალესანდრო მიკელე და სხვა.
ლიდერებს შორის: დიდი ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეკეპ ტაიპ ერდოღანი, რომის პაპი ფრანცისკე, „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი, ჩინეთის პრეზიდენტი სინ ძინ პინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე, მელინდა გეითსი და სხვა.
ტიტანებს შორის მოხვდნენ: კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, სნეპჩეტის დამფუძნებელი ევან შპიგელი, ფეხბურთელი ტომ ბრედი და ა.შ.
კუმირებს შორის მოხვდნენ: მსახიობი ვაიოლა დევისი, პლუს ზომის მოდელი ეშლი გრაჰამი, ფეხბურთელი ნეიმარი და ა.შ.
"თაიმის" სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ Meet the 2017 TIME 100
მასალის გამოყენების პირობები






