პარიზში მომხდარ ტერაქტში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პოლიციაში გამოცხადდა.
AFP -ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია აღიარებს თუ არა ის დანაშაულს.
მანამდე, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ბელგიის ხელისუფლებასთან ერთად თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილ მეორე ადამიანს ეძებს.
ტერაქტი პარიზში გუშინ, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე ელისეს მინდვრების ქუჩაზე მოხდა მოხდა. პოლიციის ავტობუსს ავტომობილი მიუახლოვდა, საიდანაც მამაკაცი გადმოვიდა და სამართალდამცავების მისამართით ავტომატური იარაღიდან სროლა დაიწყო. ოფიცერის მოკვლის შემდეგ, დამნაშავემ გაქცევა სცადა და მეორე სამართალდამცავის მისამართით გაისროლა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა, დაშავებულია სამი სამართალდამცავი. დამნაშავე უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა მოკლეს.
პარიზის ცენტრში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






