შედგება თუ არა ნიკოლას ბროუდის "მეორედ მოსვლა" Homeland-ში
ეს საინტერესოა - 12:05, 21 Apr, 2017     7643
მას შემდეგ რაც კერი მეტისონმა ტერორისტებისგან იხსნა აშშ-ის დედაქალაქი, გადაარჩინა ახლო აღმოსავლეთი და გერმანია, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი აგენტი „სამშობლოს“(Homeland) მე-6 სეზონში ნიუ-იორკში დაბრუნდა. სად წაიყვანს მას ბედი, ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც „სამშობლოს“ მე-7 სეზონი გამოვა. მომავალი სეზონები რომ ნამდვილად იქნება, ამის შესახებ სერიალის შემქმნელებმა ჯერ კიდევ მე-6 სეზონის გამოსვლამდე დადეს პირობა და მაყურებელს მე-7, მე-8 სეზონებსაც დაპირდნენ. პასუხი კითხვაზე, როდის გამოვა მე-7 სეზონი, ცოტა რთულია. პირველი 5 წელი სერიალის სეზონები რეგულარულად შემოდგომით გამოდიოდა, განსხვავებული იყო მე-6 სეზონი, როდესაც ის 2016 წლის შემოდგომის ნაცვლად 2017 წლის იანვარში დაიწყო, სწორედ ამის გამო ნაკლებ მოსალოდნელია, რომ სერიალი ძველ გრაფიკს დაუბრუნდეს და მე-7 სეზონი 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყოს.

მე-3 სეზონის ბოლოს Homeland-მა გაანადგურა თავისი ერთ-ერთი ვარსკვლავი და მთავარი გმირი ნიკოლას ბროუდი, მე-6 სეზონის ბოლოს ბროუდის გზას კერიზე შეყვარებული მორიგი მამაკაცი-პიტერ ქვინი გაუყენეს.

პიტერ ქვინი ერთხელ უკვე დაბრუნდა „იმ ქვეყნიდან“, როდესაც ის ზარინით მოწამლული გადაარჩინეს. ფაქტია რომ რეჟისორები მის დაბრუნებას აღარ აპირებენ. თუმცა ალექს განსა, რომელიც „სამშობლოს“ შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერია, შეუძლებლად არ მიიჩნევს, რომ სერიალში „ფლეშბექის“ წყალობით ისევ გამოჩნდეს ნიკოლას ბროუდი.

“ყველაფერი შესაძლებელია, ვფიქრობ ბროდი კერის წარსულის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომ შესაძლებელია ღირდეს მისი პერსონაჟის რაიმე ფორმით კიდევ უფრო განვითარება და შესწავლა. თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ , კერიმ როგორც პერსონაჟმა ბროუდის ეტაპი უკვე უკან მოიტოვა. თავისი ცხოვრების იმ პერიოდში ის ურთიერთობებში გაცილებით გულუბრყვილო და უცოდველი იყო. ახლა კი როგორც ქალი გაიზარდა. პირველ რამდენიმე სეზონში კერიში იყო რაღაც გოგოური, ახლა კი ის უკვე ქალია. მე ვფიქრობ, რომ ამ მიზეზით ალბათ ბროდი წარსულში დარჩება.“ - აცხადებს განსა deadline.com- თან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42