აშშ-ის ხელისუფლებამ WikiLeaks-ის დამაარსებლის ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ ბრალდებები მოამზადეს და მის დაპატიმრებას აპირებე. ამის შესახებ CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
იუსტიციის მინისტრის ჯეფ სენშის განცხადებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ერთერთ პრიორიტეტს, ასანჟის დაკავება წარმოადგენს.
რამდენიმე დასავლურმა მედიასაშუალებამ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასანჟის წინააღმდეგ კომპრომანტები გროვდებოდა, სიენენმა კი განაცხადა, რომ ასანჟის ექსტრადიციისა და დაკავებისთვის, ბრალდებები უკვე მზადდება.
გასულ კვირას, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მაიკ მომპეომ ვიკილიქსი მტრულ სადაზვერვო სამსახურად შეაფასა, რომელიც რუსეთს ეხმარება, ასანჟს კი გამყალბებელი უწოდა.
გასული წლის ოქტომბერში , ვიკილიქსმა 2 ათასზე მეტი დოკუმენტი გამოაქვეყნა, მათ შორის იყო ჰილარი კლინტონისა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მიმოწერა.
ამერიკული სპეცსამსახურები ასევე ამტკიცებენ, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა WikiLeaks-ი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ პუბლიკაციების გამოქვეყნებისთვის გამოიყენა.
ვიკილიქსი — საერთაშორისო არაკომერციული ჟურნალისტური ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს. მისმა ვებ-გვერდმა ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს და ეკუთვნის The Sunshine Press-ს.
თავად ორგანიზაციის განცხადებით, ის დააარსეს ჩინელმა დისიდენტებმა, ასევე ჟურნალისტებმა, მათემატიკოსებმა და პროგრამისტებმა აშშ-დან, ტაივანიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთი აფრიკიდან. გაზეთ The New Yorker-ის 2010 წლის 7 ივნისის ცნობით, ორგანიზაციის დირექტორი არის ავსტრალიელი მათემატიკოსი, პროგრამისტი და ინტერნეტ-აქტივისტი – ჯულიან ასანჟი. საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნების გამო, ჟულიან ასანჟის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. 2012 წელს, დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩომ ასანჟის თავშესაფარი მიანიჭა და დღემდე იქ იმყოფება. დიპლომატიური მისიის დატოვების შემთხვევაში მას დაპატიმრება და შვედეთში ექსტრადაცია ემუქრება, რადგან სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი. თავად ასანჟი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






