"ბარაკ ობამამ მოგვატყუა, არა მგონია, ტრამპის ადმინისტრაციამ იგივე გააკეთოს" - ერდოღანი
მსოფლიო - 14:42, 20 Apr, 2017     4314

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაისში, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს.

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-თურქეთის უერთიერთობები უფრო მტკიცე იქნება, ვიდრე ეს ბარაკ ობამას დროს იყო. მისი თქმით, პრეზიდენტმა ობამამ თურქეთი მოატყუა.

„პრეზიდენტ ობამასთან ორმხრივი შეთანხმება გვქონდა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საკითხზე, მაგრამ ობამამ მოგვატყუა. არა მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაციან იგივე გააკეთოს”- განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მას დოლანდ ტრამპმა დაურეკა და მიულოცა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საუბრისას განვიხილით, სირიასა და ერაყში მოვლენების განვითარება იყო. მაისში შეხვედრას ვგეგმავთ და ამ საკითხებზე პირისპირ ვიმსჯელებთ“ - დასძინა ერდოღანმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი თურქეთში 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეობა 55 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. საპრეზიდენტო მმართველობას მხარი 51,7%-მა დაუჭირა. საპრეზიდენტო მოდელის მხარდაჭერის შედეგად, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს საშუალება მიეცემა, ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელოს.

კონსტიტუციის ცვლლებების თანახმად ფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსლება, კერძოდ:

1. პრეზიდენტს უფლება ეძლევა პირდაპირ დანიშნოს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები.

2. მას უფლება ეძლევა დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი.

3. უქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

4. პრეზიდენტს უფლება ექნება ჩაერიოს სასამართლო სისტემის საქმიანობაში.

5. პრეზიდენტი გადაწყვეტს, გამოაცხადოს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42