გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერები კვლევას 5 წლის განმავლობაში ატარებდნენ, რომელშიც 250 ათასი მოხალისე მონაწილეობდა.
კვლევის შედეგები უკვე გამოქვეყნდა British Medical Journal-ში (BMJ).
კვლევაში მონაწილეები კვირის განმავლობაში ველოსპედით სეირნობას საშუალოდ 50 კილომეტრს ფარავდნენ.
კვლევის შედეგების თანახმად, იმ ადამიანების ნაადრევი გარდაცვალების რისკი, რომლებიც კვირაში რამდენიმეე საათს ველოსიპედით სეირნობას უთმობდნენ, 41%-ით ნაკლები იყო მათზე, რომლებიც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ.
„ნათელია, რომ ისინი, ვინც აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ, თავად ამცირებენ ამ დაავადებების რისკს. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისების შემთხვევაში, მსოფლიოს მასშტაბით დაავადებების რისკის შემცირებას მივაღწევთ“ - განაცხადა BBC-ისთან ინტერვიუში ერთერთმა მკვლევარმა, პროფესორმა ჯეისონ ჯილმა.
მასალის გამოყენების პირობები






