„ირანი მსოფლიოში ტერორიზმის ლიდერი სპონსორი სახელმწიფოა და პასუხისმგებელია მრავალრიცხოვან კოფლიქტებზე, ირანი ძირს უთხრის აშშ-ის ინტერესებს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის სირია, იემენი, ერაყი და ლიბანი. ირანი განაგრძობს ისრაელზე თავდასხმების მხარდაჭერას” - ნათქვამია ტილერსონის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ „ირანი შესაძლოა, იმ გზით წავიდეს, რა გზასაც ჩრდილოეთ კორეა ადგას.“
„აშშ-ს არ უნდა დარწმუნდეს, რომ სტრატეგიული მოთმინება ცუდი მიდგომაა“ - აღნიშნავს ტილერსონი. მისი თქმით ირანთან ურთიერთობაში „ყოვლისმომცველი პოლიტიკისთვის“ თეირანიდან მომავალი საფრთხეები უნდა გაითვალისწინონ.
კერძოდ, რექს ტილერსონმა ირანი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანი სირიას იარაღით, დაფინანსებითა და უცხოელი ბოევიკების გაწვრთნით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში ფიქრობენ, თეირანი „ერაყში მხარს უჭერს რამდენიმე შეიარაღებულ ფორმირებას, რომლებიც მრავალი წელია რეგიონის უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს.“
რექს ტილერსონი აღნიშნავს, რომ ირანი ისრაელის მიმართ „მტრობას“ იჩენს, ჰამასისა და სხვა პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერით, იემენში კი ჰუსტების დაჯგუფებებს ეხმარება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანი აშშ-ისა და მისი პარტიონების წინააღმდეგ კიბერშეტევებშიც დაადანაშაულა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ცოტა ხნი წინ ირანის მიერ საშუალო რადიუსის რაკეტების გამოცდაზეს ისაუბრა და განაცხადა, რომ ირანი„ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევით განაგძობს რაკეტების განვითარებასა და გავრცელებას.“
„ირანის ბირთვული ამბიციები დიდ საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” - აღნიშნავს ტილერსონი.
მან ირანთან ბირთვულ პროგრამას წარუმატებელი უწოდა.
„შეთანხმებამ მხოლოდ გადადო ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევა. ეს გარიგება წინა წლების ცუდ მიდგომას წარმოადგენს, რომელმაც ჩრდილოეთ კორეასთან გარდაუვალი საფრთხის პირისპირ დაგვაყენა“ - აცხადებს ტილერსონი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაზე ოფიციალურ თეირანს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. მანამ ირანი გამუდმებით უარყოფდა დასავლეთის ბრალდებებს ბირთვული იარათის განვითარებასთან დაკავშირებით.
სამშაბათს, პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა ჩრდილოეთ კორეა „რაღაცის პროვოცირების მცდელობაში“ დაანდაშაულა, მას შემდეგ რაც ფხენიანმა რამდენიმე წარუმატებელი სარაკეტო გამოცდა განახორციელა.
ჩრდილოეთ კორემა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ გამოცდას ყოველდღე ჩაატარებს და „ტოტალური ომით“ დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს გადაწყვეტს.
რაც შეეხება ირანთან ბირთვულ გარიგებას, რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას „მსოფლიოში ყველაზე ცუდი გარიგება“ უწოდა, წინასაარჩევნო პერიოდში კი „კატასტროფად“ მოიხსენია.
მისი წინამორბედი ბარაკ ობამა კი აცხადებდა, რომ შეთანხმება აშშ-ის დიპლომატიის გამარჯვებაა, რომელიც ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლებას არ მისცემს.
ბირთვულ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2015 წლის ივლისში ირანსა და ექვს სახელმწიფოს შორის.
შეთანხმების თანახმად, აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი, გერმანია და ირანი შეთანხმდნენ, რომ ირანს მოეხსნებოდა აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციებისა მიერ დაწესებული სხვადასხვა სახის სანქციები, ირანი კი ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა.
მასალის გამოყენების პირობები






