გაეროს საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ დროებით შეზღუდვებზე არ დააკმაყოფილა
მსოფლიო - 19:42, 19 Apr, 2017     1251

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ დროებით შეზღუდვებზე არ დააკმაყოფილა. სარჩელი ეხებოდა, ტერორიზმის ფინანსირებას, პროპაგანდას, დაშინებას, პოლიტიკურ კორუფციასა და კიბერთავდასხმას.

ამავდროულად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესაბამისად“ შეტანილ სარჩელზე. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს ყირიმელი თათრების უფლებების ხელყოფისგან და უზრუნველყოს ყირიმში მათ მიერ განათლების უკრაინულ ენაზე მიღება.

გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის სარჩელის განხილვა რუსეთის წინაღმდეგ 6 მარტს დაიწყო. უკრაინა რუსეთს გაეროს რეზოლუციის დარღვევაში ადანაშაულებს და საერთაშორისო სასამართლოსგან ითხოვდა, რუსეთი აიძულოს შეწყვიტოს სეპარატისტების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა.

მოსმენის პირველ ეტაპზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წარსდგა სიტყვით და რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე კიბერ თავდასხმებში, პროპაგანდაში, ადამიანების დევნასა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში დაადანაშაულა.

უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო, როდესაც დონეცკის და ლუგანსკის ზოგიერთ რაიონში კიევში ხელისუფლების შეცვლის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ოფიციალური კიევის პოზიციით, დაპირისპირება მოსკოვის ინსპირირებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42