რუსეთის პირველი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ტრანზიტის განახლებით სომეხი კოლეგებიც დაინტერესებულები არიან.
ლავროვის თქმით, ტრანზიტიტის განახლებაზე თანხმობა იმ ქვეყნებმა უნდა განაცხადონ, რომლებზეც ამ ტრანზიტმა უნდა გაიაროს.
„ნიუპოსტი“ რუსეთის პირველი დიპლომატი ამ განცხადებისა და აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს ბათუ ქუთელიას ესაუბრა.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეტი არგუმენტი უნდა წარმოადგინოს, რომ ის ეჭვების გააქარწყლოს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს:
„ხაჯიმბასა და ლავროვს შეუძლიათ ერთმანეთთან ბევრ რამეზე ისაუბრონ. ამას საქართველოსთვის აქვს მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც, როდესაც რკინიგზის თემა წამოიწევს ხოლმე, ამას ყოველთვის, მოყვება სავარაუდო სცენარები - როგორ ან რანაირად შეიძლება ეს მოხდეს.
ჩემი აზრით, საინტერესო იყო, რომ მათ (ლავროვმა და ხაჯიმბამ) აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს. იმიტომ, რომ ჩნდება ეჭვი, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული არაპირდაპირი, ფარული მოლაპარაკებები აქვს რუსეთთან, რაღაცა გზავნილების ნაცვლად. ეს საკითხი მანამდეც სხვადასხვანაირად დგებოდა დღის წესრიგში. რაღაც სამზადისის, ნიადაგის მომზადების ელფერი აქვს ამ ყველაფერს.
ჩემი აზრით, საქართველოს ინტერესებში რუსეთთან სარკინიგზო თუ სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ინტეგრაცია არ შედის, ამისი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ რუსეთი იყენებს ყველაფერს - როგორც ეკონომიკურ, ასევე ინფრასტრუქტურულ თუ სამხედრო, საინფორმაციო კომპონენტებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესასუსტებლად. შესაბამისად, ასეთი ტიპის ინტეგრაცია ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ამასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებამ, მეტი სიცხადისთვის, მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია: საუბრობს თუ არა აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის აღდგენის საკითხზე რუსეთთან?! თუ საუბრობს - რა ფორმატებში და თუ არა, მაშინ რა პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტრანზიტის აღდგენის საკითხზე საჯარო განცხადების გაკეთება და ამ კონტესტში ირიბად საქართველოს ხსენება ერთგვარი დიპლომატიური ხრიკი ხომ არ არის, ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული მხარე ოფიციალურ მოსკოთან ტრანზიტის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს?
- მე პირადად ფაქტები არ მაქვს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამიტომ, ასე ხელაღებით რამის მტკიცება არამგონია სწორი იყოს. ყველაზე კარგი არგუმენტი და დამარწმუნებელი იქნება საქართველოს მთავრობის ღია და მკაფიო განცხადება - რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, შეესაბამება თუ არა ეს ყოველივე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და რა პოზიცია აქვთ რუსეთთან ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ საკითხებში თანამშრომლობის ან შემდგომი ინტეგრაციის კუთხით.
- თეორიულად რომ ვისაუბროთ და დავუშვათ, რომ საქართველო აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის აღდგენას დათანხმდა, რა სცენარით შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
- ძალიან ბევრი საკითხია და პირობითად საუბარი გამოგვა, რომ კონკრეტულ შინაარსზე ვისაუბროთ. დღესდღეობით ძნელად წარმომიდგენია, თუნდაც ერთი არგუმენტი, რომ ტრანზიტის აღდგენით საქართველომ რაიმე სახის სარგებელი მიიღოს. სტრატეგიულად ჩვენი ამოცანაა სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ინტეგრირება ევროპულ სისტემაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გეზი უნდა ავიღოთ იგივე ყარსი-ახალქალაქის და შავი ზღის გავლით ევროპასთან ინტეგრაციაზე.
ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ნებისმიერ ეკონომიკურ თანამშრომლობას თავისი პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური ამოცანების განსახორციელებლად იყენებს. ამიტომ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და აგრძელებს ამ ოკუპირებული ტერიტორიების თანმიმდებვრულ ანექსიას, ასეთი ტიპის თანამშრომლობა.
- როგორ აფასებთ ოკუპირებულ აფხაზეთში სერგეი ლავროვის ვიოზიტს და რამდენად ადეკვატური იყო საქართველოს ხელისუფლების რეაქცია?
- ამ ვიზიტით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო ნორმების ყველა ფუნდამენტური პრინციპი. ეს იყო რეგიონში დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. საკითხი არ უნდა იყოს განხილული მარტო საქართველო-რუსეთის პრობლემური ურთიერთობების ჭრილში. ეს არის იმ რუსული პოლიტიკის გამოვლინება, როდესაც ის ცდილობს შექმნას ახალი საზღვრები ევროპაში და დაამკვიდროს ახალი პოლიტიკური თამაში თავისი აგრესიული, რევანშიზმის პოლიტიკის განხორციელებისთვის.
საქართველოს ხელისუფლებას აქამდე უნდა მოეხდინა რეაგირება, რადგან ეს ვიზიტი წყალგამყოფია ქართულ-რუსული ურეთიერთობების. საჭიროა ახალი პოლიტიკის შემუშავება. ანუ ქართული ოცნების დეკლარირებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის არგაღიზიანების სტრატეგია იყო 2012 წლიდან დღემდე, ფუნდამენტალურად უნდა გადაიხედოს.
მასალის გამოყენების პირობები






