როგორც ბიბისის რუსული რედაქცია იტყობინება, ხელმძღვანელის სახელზე წერილი რედაქციაში დილის 11:00 საათზე მივიდა, რომელზედაც დაბრუნების მისამართად ქალაქი გროზნო ეწერა.
„როდესაც მდივანმა წერილი გახსნა, იქიდან თეთრი ფხვნილი გადმოიყარა“- განუცხადა გაზეთის ჟურნალისტმა პაველ კანგინმა გამოცემას.
წერილი ექსპერტიზაზეა წაღებული.
შეგახსენებთ, „ნოვაია გაზეტამ“ სტატია გამოაქვეყნა სათაურით „ღირსების მკვლელობები,“ რომელშიც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთში, ჰომოსექსუალ მამაკაცებს „საკონცენტრაციო ბანაკებში“ ათავსებენ, სადაც მათ აწამებენ და უმოწყალოდ სცემენ. უფლებადამცველები აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც რუსულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ დაახლოებით 100 ჰომოსექსუალი მამაკაცი დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს. მათგან სამი მოკლულია.
აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რედაქციის მიმართულებით მუქარის შემცველი ზარებიც განხორციელდა.
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა კი „ნოვაია გაზეტას“ ჩეჩნეთისა და „მათი სარწმუნოების მტრები“ უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






