CNN-თან ინტერვიუში ერდოღანმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებით მას პოლიტიკური სისტემის გაძლიერება სურდა და არა საკუთარი ძალაუფლების.
„მე ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და ნებისმიერ დროს შეიძლება მოვკვდე“ - განაცხადა ერდოღანმა.
„ახალი სისტემა წარმოადგენს თურქეთის დემოკრატიის ისტორიაში დიდ ცვლილებას, ტრანსფორმაციას... სადაც დიქტატურაა, საპრეზიდენტო სისტემაც არ არსებობს. ჩვენ გვაქვს საარჩევნო ყუთები ... დემოკრატია ხალხისგან იკრეფს ძალას. ამას ჩვენ ხალხის ნებას ვუწოდებთ" - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა ევროკავშირთან ურთიერთობებზეც უსაუბრა და განაცხადა, რომ რომ ევროკავშირი დაპირებას არ ასრულებს
"ევროკავშირი უკვე 54 წელია თავის კართან გვალოდინებს. პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, ეს მიუღებელია. ჩვენ შევეცადეთ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად მისი ყველა მოთხოვნა მიგვეღო... ევროკავშირი თავის დანაპირებს არ ასრულებს" - თქვა ერდოღანმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი თურქეთში 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეობა 55 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. საპრეზიდენტო მმართველობას მხარი 51,7%-მა დაუჭირა. საპრეზიდენტო მოდელის მხარდაჭერის შედეგად, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს საშუალება მიეცემა, ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელოს.
მასალის გამოყენების პირობები






