"თავს დედაზე ფიქრს ვუკრძალავდი, მაგრამ ის არსად მიდიოდა" - პრინცი ჰარი ლედი დაიანას გარდაცვალებაზე საუბრობს
მსოფლიო - 13:51, 19 Apr, 2017     31853
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა, პრინცმა ჰარიმ ტელეგრაფთან ინტერვიუში დედის გარდაცვალებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიურ პრობლემები ჰქონდა.


„შემიძლია ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც თორმეტი წლის დედა დავკარგე, შემდგომი ოცი წლის განმავლობაში, მომიწია უარი მეთქვა ჩემს გრძნობებზე.

ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც ჩემ პირად ცხოვრებაზე, ასევ ჩემ საქმიანობაზე. ამ დიდ განსაცდელს ასე ვუმკლავდებოდი - თავს დედაჩემზე ფიქრს ვუკრძალავდი იმ მოსაზრებით, რომ ეს მაინც ვერაფერს შეცვლიდა, დედას ვერაფერი დამიბრუნებდა, მაგრამ ის არსად მიდიოდა “- განაცხადა ჰარიმ.

მისი თქმით, უამრავი შეკითხვა აწუხებდა, რასაც საკუთარ თავში იკლავდა. „ეს ჩემი ცხოვრების ორწლიანი ქაოსი იყო“ - აღნიშნა პრინცმა.

როგორც პრინცი ჰარი აცხადებს, აღნიშნული პრობლემის დაძლევაში უფროსი ძმა, პრინცი უილიამი დაეხმარა, რომლის ძალისხმევამაც შედეგი გამოიღო და დროთა განმავლობაში, ამ თემაზე საუბარიც დაიწყო.

პრინცის თქმით, „ქაოსური“ მდგომარეობიდან გამოსვლაში კრივიც დაეხმარა.

„კრივმა ნამდვილად გადამარჩინა, ძალიან გაღიზიანებული , აგრესიული ვიყავი, მინდოდა ვინმესთვის დამერტყა, არ ვიცოდი ამ აგრესიას როგორ მოვრეოდი“ - ამბობს ჰარი.

შეგახსენებთ, პრინცესა დაიანა 1997 წელს ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

პრინცი ჰარისა და უილიამის ინიციატივით კი კენსინგტონის სასახლის ბაღში პრინცესა დაიანას მემორიალური ძეგლი დაიდგმება. სულ მალე კი Feud-ის მეორე ნაწილი გამოვა. სერიალის მეორე სეზონი, პინცესა დაიანას ცხოვრებას შეეხება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42