ირანის დედაქალაქში 8 ქალი დააკავეს, რომლებიც სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად მამაკაცებად გადაცმულები მივიდნენ.
გულშემატკივრები სტადიონ „აზადიზე“ „ესტეგლიალისა“ და „პერსეპოლისის“ მატჩის საყურებლად მივიდნენ, თუმცა სტადიონზევე დააპატიმრეს.
მატჩი 12 თებერვალს გაიმართა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ახლა გახდა ცნობილი.
კანონის თანახმად, ირანში, ქალებს ეკრძალებთ იმ მატჩებზე დასწრება, რომლებშიც მამაკაცები მონაწილეობენ.
თეირანის მუნიციპალიტეტის უშიშროების განყოფილების ხელმძღვანელმა ალირეზა ადელიმ განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ქალები მატჩებზე დასწრებას ამგვარი გზით ხშირად ცდილობენ.
მისივე თქმით, აკრძალვა ქალების მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა, რადგან სტადიონზე მღელვარე ატმოსფეროა და მათთვის არასათანადო სიტუაციაა.
„ქალებს ფეხბურთის ყურება სახლებში, ტელევიზორებთან შუძლიათ“ - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები






