2016 წლიდან ტაჯიკეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც ეთნიკურ ტაჯიკებს აძლევს მტკიცე რეკომენდაციას, რომ ახალშობილების სახელისა და გვარის არჩევისას ეროვნული ტრადიციებითა და კულტურით იხელმძღვანელონ.
გასულ კვირას კი ტაჯიკეთის ხელისუფლებამ გამოსცა იმ ეროვნული და ტრადიციული სახელების კატალოგი, რომელშიც 3 ათასზე მეტი სახელია შესული, ტაჯიკური, რუსული და ინგლისურენოვანი დამწერლობით. მთავრობის განცხადებით, ეს კატალოგი მშობლებს სახელის არჩევას გაუადვილებს.
ხელისუფლება ეთნიკურ ტაკიკებს ასევე რეკომენდაციას აძლევს არ დაარქვან ბავშვებს ე.წ. ცხოველებისა და ნივთების სახელები როგორიცაა მაგალითად მგელი (გურტ), ან ქვა (სანგ). ასევე მიზანშეწონილი არ არის სახელებისთვის ე.წ. რელგიური ბოლოსართების, როგორიცაა ხალიფა, მულა, ხოჯა და სხვ. დამატება.
გარდა ამისა, ტაჯიკებს ხელისუფლება რეკომენდაციას აძლევს შეცვალონ გვარის რსული დაბოლოებები. ამის მაგალითი ერს თავად პრეზიდენტმა ემომალი რახმონოვმა მისცა - მან გვარს რუსულენოვანი დაბოლოება მოაცილა და რახმონოვიდან რახმონად გადააკეთა.
ტრადიციებს ტაჯიკეთში სხვა სახის ხელშეწყობებიც აქვს - მაგალითად, მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის სპეციალური დრეს-კოდია შემოღებული - მათ არ აქვთ უფლება სკოლაში "ევროპული" ტანსაცმლით იარონ, ისინი აუცილებლად ეროვნულ სამოსში უნდა იყვენენ გამოწყობილი. ასევე, გაუქმდა ე.წ. "ბოლო ზარის" ზეიმის აღნიშვნა.

მასალის გამოყენების პირობები






