”აშშ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა”- აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი
მსოფლიო - 13:23, 17 Apr, 2017     10593

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის განცხადებით, ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა:

”ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ და ვაგრძელებთ სამხრეთ კორეელი ხალხის მხარდაჭერას”- განაცხადა პენსმა.

მისი თქმით, აშშ ცდილობს სიტუაციის დარეგულირებას მშვიდობიანი მეთოდებით და მოლაპარაკების გზით. ეს განცხადება პენსმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე გააკეთა, ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში, აქ მდებარეობს გაეროს სამეთაურო პუნქტი ”ბონიფასი”, რომელიც ამერიკელი სამხედროების კონტროლქვეშაა.

ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა განსაკუთრებულად მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიძაბა, მარტის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და აღნიშნული ქმედება შეაფასა, როგორც რეპეტიცია, იაპონიაში მდებარე აშშ-ის ბაზებზე დასარტყმელად. აღნიშნულმა მოვლენამ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა და ამერიკის აღშფოთება გამოიწვია.

ბოლო დღეებში ჩრდილოეთ კორეამ და აშშ-მა ერთმანეთის მიმართ მკვეთრი განცხადებები გააკეთეს. ჩრ. კორეის თქმით ამერიკის მხრიდან დარტყმას ის შესაბამისად უპასუხებს. ფხენიანის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა კორეის ნახვარკუნძულისკენ ფლოტი გააგზავნა. ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი რაკეტის გაშვება განახორციელა, თუმცა ის წარუმატებელი აღმოჩნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42