„პრეზიდენტმა ტელეფონით რეფერენდუმში გამარჯვება მიულოცა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ თავმჯდომარე დევლეთ ბახჩელის და „დიადი ერთიანობის პარტიის“ თავმჯდომარეს მუსტაფა დესთიჯის. მან ბედნიერება უსურვა თურქ ხალხს“, - ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთში გამართული რეფერენდუმის შედეგები უკვე ცნობილია. ადგილობრივი მედიის ცნობით, 95% ბიულეტენების უკვე დათვლილია და პირველადი შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო მმართველობას მხარი 51,7%-მა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 48,3%-ია.
თურქეთი დღეს ქვეყნის მმართველობის მოდელს ირჩევს – საპრეზიდენტოს ან საპარლამენტოს.
რეფერენდუმში მონაწილეობა 55 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
საპრეზიდენტო მოდელს მხარდაჭერის შედეგად, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს საშუალება მიეცემა, ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელოს.
კონსტიტუციის ცვლლებების თანახმად ფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსლება, კერძოდ:
1. პრეზიდენტს უფლება ეძლევა პირდაპირ დანიშნოს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები.
2. მას უფლება ეძლევა დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი.
3. უქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
4. პრეზიდენტს უფლება ექნება ჩაერიოს სასამართლო სისტემის საქმიანობაში.
5. პრეზიდენტი გადაწყვეტს, გამოაცხადოს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.
მასალის გამოყენების პირობები






