„რუსეთსა და აშშ-ს აქვთ საერთო ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმები სირიაზე აღარ უნდა განმეორდეს“, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ, მის სირიელ კოლეგასთან შეხვედრის დროს მოსკოვში განაცხადა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დასრულდა ოთხშაბათს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რეკს ტილერსონის მოსკოვში ვიზიტისას.
მიუხედავად ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ტილერსნი არ გამორიცხავს სამომავლოდ სამხედრო იერშის განმეორებას.
„სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ სარაკეტო იერიში შემდეგ სხვა სამიზნეები აღარ ყოფილა, მაგრამ მან არ გამორიცხა სამომავლოდ მსგავსი აქტივობები“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა.
„მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი გავლენა ასადის რეჟიმზე, რათა დარწმუნდეს, რომ აშშ-ის მხრიდან მოქმედება აღარ იქნება საჭირო“, - დასძინა ტონერმა.
მასალის გამოყენების პირობები






