„ძალიან წარმატებული მისია“ - დონალდ ტრამპი ავღანეთში აშშ-ის სამხედრო იერიშს აფასებს
მსოფლიო - 11:24, 14 Apr, 2017     5085

ამერიკის შეერთებული შატტების მიერ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 36 ბოევიკი გარდაიცვალა და განადგურდა მათი სამხედრო ბაზა, ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

9 800 კილოგრამიანი არაბირთვული ბომბი, რომელსაც ყველა ბომბის დედას უწოდებენ, გუშინ გვირაბის კომპლექსზე იქნა ჩამოგდებული, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ განკარგულებაში იყო პროვინცია ნანგარჰარში.

მომხდარზე კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა და იგი „ძალიან წარმატებულ მისიად“ შეაფასა.

გასული წელს, ტრამპი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აცხადებდა, რომ მისი პრიორიტეტი „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება იქნებოდა, რომელიც ძირითადად სირიასა და ერაყში მოქმედებს. გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა, სირიაში სამხედრო ბაზის დაბომბვის შესახებ, 50-ზე მეტმა შორი რადიუსის რაკეტამ ხმელთაშუა ზღვიდან, ორი სამხედრო გემის საშუალებით, სამხედრო ბაზა დაბომბა, ეს იყო პასუხი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენა და 72 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ათობით ბავშვი, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

„თუ გადახედავთ იმას, რაც უკანასკნელი 8 კვირის განმავლობაში მოხდა და შეადარებთ ამას უკანასკნელ 8 წელიწადს, დაინახავთ, რომ არსებობს ძალიან დიდი განსხვავება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

დონალდ ტრამპი ჯერჯერობით არ საუბრობს იმ გეგმებზე, რომელიც ავღანეთთან მიმართებით აშშ-ს აქვს, სადაც აშშ-ის დაახლოებით 8 400 სამხედრო იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42