ამერიკის შეერთებული შატტების მიერ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 36 ტერორისტია ლიკვიდირებული და განადგურებულია მათი სამხედრო ბაზა, ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
9 800 კილოგრამიანი არაბირთვული ბომბი, რომელსაც „ყველა ბომბის დედას“ უწოდებენ, გუშინ გვირაბის კომპლექსზე იქნა ჩამოგდებული, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ განკარგულებაში იყო პროვინცია ნანგარჰარში.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში არ ავრცელებენ ინფორმაციას მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ. მომხდარზე კომენტარი გააკეთა ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ: „ ეს არის არაადამიანური და მხეცური მოპყრობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის არსენალში არსებული ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბი ჩამოაგდო ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, სამიზნე "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებითაა დასახლებული რაიონი ნანგარჰარი იყო. ბომბი იმ გვირაბების გასანადგურებლად იქნა ნასროლი, რომელსაც ISIS–ის მებრძოლები გაადგილებისთვის იყენებენ.
პენტაგონის მიერ გამოყენებული ბომბი GBU-43/B Massive Ordnance Air Blast-ს წარმოადგენს და მისი გაშვებასამხედრო თვითმფრინავ MC-130.
მასალის გამოყენების პირობები






