პასქის საიდუმლო დეტალი - რატომ არის აუცილებელი სააღდგომო პასქის ცომში სანელებელის - სახელად ილის (კარდამონის) ჩამატება?
ეს საინტერესოა - 20:02, 13 Apr, 2017     44882
„პირველი კულინარის“ მეგობარი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი - თინა თოფურიას და მე ხშირად გვისაუბრია რეცეპტებში მცენარეების არაშემთხვევითობაზე. თინა თოფურიას აზრით სააღდგომო კულიჩის რეცეპტში - ილი (კარდამონი) შემთხვევით არ არის შესული და ამაზე ჩვენმა წინაპრებმა სპეციალურად იზრუნეს. ანუ: კულიჩის რეცეპტში ეს მცენარე წამლის მაგივრობას ასრულებს, ნამარხულევ ორგანიზმს ეხმარება შეინარჩუნოს ჯანმრთელობა. თუ სტატიის წაკითხვამდე ჩამოვთვლი რა შეუძლია ილს, თავად დარწმუნდებით, რომ ის მართლაც წამალია: ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამაგრებეს კუჭის კუნთებს, ხელს უწყობს წონაში კლებას, უებარია მსუყე საჭმლის შემდეგ, ამაღლებს გუნება-განწყობას.....

მოკლედ, თქვენს წინაშეა - ილი (რომელსაც ზოგჯერ კარდამონსაც ვუწოდებთ)! ლათინურად Elletaria Cardamomum, ბერძნულად -καρδάμωμον (კარდამომონი), სანსკრიტზე - „ელა“;

მას სანელებლების სამყაროში „მეფედ“ აღიარებენ. ილი კოჭას ოჯახის წევრია და ეკონომიკურად მომგებიანი: დღეს ინდოეთის ბაზარზე ილი (კარდამონი) შავი პილპილის შემდეგ მეორე ადგილზეა ექსპორტით.

ხშირად მითქვამს, რომ მცენარეები ზოგჯერ ადამიანებზე ჭკვიანები არიან. დიახ, ასეთია ილი - წამალი მცენარე!!! შუასაუკუნეებში ილი წამლების დახლზე იყიდებოდა. იტორიაში უხვადაა ილისგან მომზადებული წამლები: ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ ილს კუჭის წვენის სტიმულაციისთვის იყენებდნენ. ძველი ექიმების თანახმად, ილი ამაგრებს კუჭის კუნთებს, უებარია ასთმისა და თავის ტკივილების დროს.

დიოსკორიდოსი ჰიმალაიში დაკრეფილი კარდამონით ხველის წამალს ამზადებდა და მუცლის ტკივილს აქრობდა. ინდურ მედიცინის მიხედვით, ილი ამსუბუქებს კუჭის წვას, ნივრისა და ხახვისგან გაღიზიანების შემდეგ. აიურვედაში ილი ჩვენს სხეულზე ფსიქოფიზიკურ გავლენას ახდენს - გონებას ხსნის, გულის რითმს აწესრიგებს, სიმსუბუქის შეგძნებას გვაძლევს, სიმშვიდეს გვაუფლებს...

ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში ტრადიციულ ინდურ მედიცინაში ილი სიმსუქნის წინააღმდეგ იყენებდნენ და კანის დაავადებებს კურნავდნენ. რომაელი გურმანი აპიციუსი ილს რეკომენდაციას უწევდა „მსუყედ ჭამის“ შემდეგ.

დაიმახსოვრეთ: ილის ეთერზეთი დეპრესიას ხსნის, მელანქოლიას აქრობს და კარგ გუნებაზე გაყენებთ. ყოველ დღე 1 კოვზ თაფლთან ერთად მწიკვი კარდამონი აურიეთ და მიირთვით: ხასიათზე მოყავხართ, თვალის ჩინს გინარჩუნებთ და ორგანიზმში მიკრობებს ებრძვის.

მოამზადეთ არომატული ჩაი: ცოტა დაფქული ილი, ცოტა დაფქული კოჭა (ჯინჯერი), 1-2 მიხაკი... უცებ აწყნარებს მუცლის დისკომფორტს ჭარბად ჭამის ან მოუნელებლობის დროს. კუჭ-ნაწლავის მოწესრიიგებას უწყობს ხელს.

ასევე სასარგებლოა ჩაი: (სულ 1 ჩაის კოვზი რომ გამოვიდეს) - დაფქული ილი, კამა, ქინძი. ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი - ეს სასმელი მუცლის სიმძიმეს მოგაშორებთ.

გაციებისა და ყელის ტკივილის დროს: მომაზდეთ ნაყენი - ცოტა დაფქული ილი, ცოტა დაფქული დარიჩინი, დაასხხით ცხელი წყალი და მოურიეთ. გამოივლეთ პირის ღრუში - უებარია ყელის ტკივილის, ყელის სიმშრალის, ხმის ჩახლეჩვის დროს.

გაფრთხილება: დოზებს არ გადააჭარბოთ!!! ილი მძაფრი მცენარეა და დიდი დოზებთ არ მიიღოთ!

ესმა კუნჭულია

ჟურნალ ,,პირველი კულინარი" მთავარი რედაქტორი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42