2017 წელს IMF საქართველოსთვის 3.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ეს საქართველოს მთავრობის მიერ სამიზნე ზრდად განსაზღვრულ 4%-ზე ნაკლებია. ეს სავალუტო ფონდის მიერ 2017 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის უკვე მეორე შემცირებაა.
2016 წლის ოქტომბერში ფონდი საქართველოსთვის 5.2%-იან ზრდას ვარაუდობდა, თუმცა უკვე ნოემბერში ფონდმა ზრდის პროგნოზი 4%-მდე შეამცირა. ახლა კი ეს მაჩვენებელი 3.5%-მდე დავიდა.
რეფორმის პროგრამა, რომელსაც სსფ მხარს უჭერს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით, მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას, საგარეო რისკების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობის შემცირებას, ფისკალური საიმედოობის და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ზრდას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციაშია აღნიშნული.
„მთავრობის რეფორმის პროგრამა, რომელსაც სავალუტო ფონდი მხარს უჭერს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით, მიზნად ისახავს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას, საგარეო რისკების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობის შემცირებას, ფისკალური საიმედოობისა და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ზრდას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას,“ - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა.
„სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის დივერსიფიცირებას, და ინკლუზიურ ზრდას. კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმასთან ერთად შეკრებს ადგილოვრივ დანაზოგს და ხელს შეწუყობს კერძო სექტორის მიერ ინვესტირებას. განათლების რეფორმა გაზრდის სამუშაო ძალის პროდუქტიულობას და ხალხის უნარ-ჩვევებს შეუსაბამებს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს. მმართველობის გაუმჯობესება და კონკურენციის ზრდა საქართველოს ეკონომიკას განუმტკიცებს მზარდი ბაზრის სტატუსს", - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






